მოლაპარაკებები 2017 წლის ბოლოს დაიწყება და 2019-2020 წლებში დასრულედება" />

სომხეთი და ევროკავშირი სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვას გეგმავენ

მოლაპარაკებები 2017 წლის ბოლოს დაიწყება და 2019-2020 წლებში დასრულედება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა და ევროკავშირმა ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით განახორციელეს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება“. ნალბანდიანის თქმით, მომდევნო ნაბიჯი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის გამართვა იქნება.

ეს განცხადება ვარშავაში, ვიშეგრადსკის ოთხეულის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთდა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოიაზრება ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ხელმოწერასაც სომხეთი და ევროკავშირი გეგმავენ. 2013 წელს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა იმის გამო, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა.

მომავალი ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერას ბევრი პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს. წინა, ასოცირების ხელშეკრულება უფრო ეკონომიკური ხასიათის იყო და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას გულისხმობდა.

კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი გრანტ მიკელიანი უვიზო რეჟიმის მიღწევას რეალობად მიიჩნევს. მისი თქმით, მართალია, 2013 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ მოხერხდა, მაგრამ სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მაინც შერბილდა.

ახლა ხელმოსაწერად გამზადებული ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, მოსალოდნელია სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ალბათ მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყება და 2019-2020 წლებში დასრულდება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვარშავაში გამართული შეხვედრის დროს ასევე მსჯელობდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი მთავარი პრინციპის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე – მოქალაქეების მობილურობაზე, რაც საზოგადოებებს შორის კონტაქტებს გააფართოებს.

მან განაცხადა, რომ „ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის ურთიერთობები რეალისტური და დიალოგის კონკრეტული მიზნებისკენ მიმართული უნდა გახდეს. სომხეთი, როგორც ევრაზიული კავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე, მზადაა, ამ საქმეში თავის წვლილი შეიტანოს“.


ასევე წაიკითხეთ