თუმცა მარჯვენა საჭე მნიშვნელოვნად ძვირი იქნება. ვოქს პოპი ბათუმში- მოქალაქეები ასაბუთებენ" />

მარჯვენა და მარცხენა. საქართველოში მარჯვენასაჭიან მანქანებს არ აკრძალავენ

თუმცა მარჯვენა საჭე მნიშვნელოვნად ძვირი იქნება. ვოქს პოპი ბათუმში- მოქალაქეები ასაბუთებენ

ეს გამოკითხვა ჩვენ ბათუმში ჩავატარეთ. კითხვა ასე ჟღერდა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ისმოდა მწვავე დეპატებში, სოციალურ ქსელებში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

“უნდა აიკრძალოს თუ არა საქართველოში მარჯვენა საჭიანი მანქანები?”

გამოკითხა მზად არის – ეს ხანგრძლივი და სკანდალური კამათიც ხელისუფლებასა და  მოსახელობას დიდ ნაწილს შორის  ამოიწურა.  მარჯვენა საჭიან მანქანებს არ აკრძალავენ.

ამ მანქანებთან  დაკავშირებულ პრობლემებს  ხელისუფლების მხრიდან  ასეთი ფორმულირება ქონდა:

“მარჯვენასაჭიანი მანქანები  გზებზე ნორმალურ  მოძრაობას  უშლიან ხელს”, – დავით ნარმანია. თბილისის მერი.

 

“თუ  აკრძალვებს არ მივიღებთ, მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობა იმდენად გაიზრდება, რომ საჭირო გახდება  საგზაო მოძრაობის წესების გადახედვა”, – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი.

საბოლო ჯამში ასეთი კომპრომისი მოიძებნა:

“მთავრობამ ინიცირება გააკეთა და პარლამენტმასაგადასახადო კოდექსის ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც გაძვირდა გამბაჟება. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მარცხენასაჭიანების რაოდენობასთან მიმართებაში გაზრდის და გათანაბრების რისკები შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ მკაცრ მიდგომებს არ მოვითხოვთ”, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცვლილების თანახმად, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ