„ჩვენ ახლაც იმას განვიცდით, რასაც ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილი " />

სალომე ზურაბიშვილი ბაქოში – საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირველი რეგიონული ვიზიტი

„ჩვენ ახლაც იმას განვიცდით, რასაც ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილი

„უკანასკნელ წლებში ჩვენ ერთნაირი ტრაგედიები გადავიტანეთ. ჩვენ ახლაც იმას განვიცდით, რასაც ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია“, – განაცხადა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ამრიგად, მან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყარაბაღის კონფლიქტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს შეადარა. წინათ საქართველოს ხელისუფლება ყარაბაღის საკითხში კატეგორიულობას ერიდებოდა და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.

• სალომე ზურაბიშვილი: საქართველო რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად არ არის

ზურაბიშვილი ამ გამონათვქამმა აზერბაიჯანული საზოგადოების ყურადღება მით უფრო მიიპყრო, რადგან გასული თვის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა წარმოიშვა.  მიზეზი ის იყო, რომ საქართველოს ქალაქ ახალხალაქში, სადაც ბევრი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, დაიდგა სომეხი მეომრის ძეგლი, რომელიც ყარაბაღში იბრძოდა. გახსნის ცერემონიას საქარველოს ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, და აზერბაიჯანში ეს ბევრმა არაეთიკურად მიიჩნია.

• სკანდალი საქართველოში სომეხი ჯარისკაცის ქანდაკებასთან დაკავშირებით

გარდა ამისა, აზერბაიჯანმა საქართველოსთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი გააძვირა.

ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში არ არის, მაგრამ დროის მიხედვით დაემთხვა, და აზერბაიჯანში ბევრს „საეჭვოდ“ მოეჩვენა.

სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში 27 თებერვალს ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ეს მისი პირველი რეგიონული ვიზიტია მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

პირისპირ საუბრის შემდეგ ალიევმა და ზურაბიშვილმა გაფართოებული შემადგენლობით გამართეს შეხვედრა, რომელზეც ზურაბიშვილი ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების შესახებ ლაპარაკობდა.


ასევე წაიკითხეთ