ღონისძიებაში მონაწილეობს 70 ქვეყნიდან ჩასული 2500 ადამიანი" />

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კონგრესმა სომხეთში IT სფეროს ლიდერები და კიმ კარდაშიანი ჩაიყვანა

ღონისძიებაში მონაწილეობს 70 ქვეყნიდან ჩასული 2500 ადამიანი

WCIT, WCIT 2019, Всемирный технологический конресс, Ким Кардашьян, Алексис Оганян, Никол Пашинян,

სომხეთში 7 ოქტომბერს საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიების კონგრესმა (WCIT) დაიწყო მუშაობა. ეს hi-tech სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია, მისი მონაწილეები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერები არიან.

კონგრესი 1978 წლიდან არის ორგანიზებული. 2017 წლიდან ის ყოველწიურად ტარდება. წელს კონგრესის ერევანში ჩატარება გადაწყდა.

ერევნის ფორუმზე 70 ქვეყნიდან ჩასული სფეროს განვითარებით დაინტერესებული 2500 სპეციალისტი მონაწილეობს. სამი დღის განმავლობაში ისინი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, ასევე თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაზე, შემოსავალსა და კეთილდღეობაზე, საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე ამ ტექნოლოგიების გავლენის შესახებ იმსჯელებენ. 

სომხეთში ასევე ჩავიდნენ იმ 23 ქვეყნის დარგობრივი მინისტრები, რომლებსაც ამ სფეროში წამყვანი პოზიციები უკავიათ.

პრემიერი ფაშინიანი: „სომხეთის მომავალი მაღალტექნოლოგიურ ქვეყნად გადაქცევაა“

ამ ფორუმის ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები

სომხეთში ასევე ჩავიდნენ ცნობილი სოციალური ქსელის Reddit-ის  და საწარმოო კომპანია Initialized Capital-ის თანადამაარსებელი ალექსის ოგანიანი, GIPHY-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექს ჩუნგი, კომპანია Acer-ის დამფუძნებელი შენკ სტენ შინი, მულტიეროვნული კორპორაცია INFOsys-ის თანადამფუძნებელი ნაგავარა რამარაო ნარაიანი.

ამერიკელი მილიონერი ალექსის ოჰანიანი სომხეთს IT-სფეროს განვითარებაში დაეხმარება

წელს კონგრესზე ჩავიდნენ ასევე სომხური წარმოშობის მსოფლიო ვარსკვლავები. მათ შორის – ჯგუფ „System of a down“-ის სოლისტი, ასევე ბიზნესვუმენი, რეალიტი შოუს ვარსკვლავი, მეცენატი კიმ კარდაშიანი.

ის „იდეების ბაზრობის“ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა. მათ, ვინც ამ ფაქტით გაკვირვებული იყო, ღონისძიების ორგანიზატორებმა ასე უპასუხეს:

კიმ კარდაშიანი უესტი თავის 240 მილიონზე მეტ ხელმომწერთან ერთად ერთ-ერთი მათგანია, ვისაც საკმაოდ ფართო აუდიტორია ჰყავს სოციალურ ქსელებში. ის თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ გავლენიანი ხმას წარმოადგენს. დარწმუნებულები ვართ, რომ კარდაშიანი, როგორც უჩვეულოდ წარმატებული მეწარმე, როგორც ამ სფეროს მოწინავე ადამიანი, როგორც ცოლი და დედა, შეძლებს, რომ სამეწარმეო სამყაროსა და სოციალური მედიის საინტერესო ასპექტები წარმოადგინოს.

კიმ კარდაშიანი მონაწილეობას მიიღებს ფორუმის თვალსაჩინო მონაწილეების ჯგუფში გამართულ დისკუსიაში, რომელთა შორის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი სომხური კომპანიის PicsArt-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი  ოვანეს ავოიანიც იქნება.

როგორ ჩატარდა გახსნა

ფორუმის ოფიციალური ნაწილის გახსნაზე 6 ოქტომბერს სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მომსახურების საერთაშორისო ალიანსის წარმომადგენელი ივონ ჩიგუ, WCIT 2019-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, მოწინავე ტექნოლოგიების კომპანიათა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრ ესაიანი.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, – „სომხეთს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ ტექნოლოგიურ სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცეს“.

 „ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ასეთ ფორუმს. ეს კარგი მიზეზია, გესაუბროთ თქვენ და საერთაშორისო საზოგადოებრიობას სომხეთის მაღალტექნოლოგიურ და სამრეწველო ქვეყნად გადაქცევის ჩვენეული სტრატეგიის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყანაში გატარებული რამდენიმე დღის განმავლობაში, თქვენ ახალ ენერგიასა და იმ ატმოსფეროს შეიგრძნობთ, რაც ჩვენს ქვეყანაში გასული წლის, არაძალადობრივი , ხავერდოვანი, სახალხო რევოლუციის შემდეგ არის გამეფებული.

 „მინდა აღვნიშნო, რომ ეს რევოლუცია დეცენტრალიზაციის საშუალებით მოხდა, რის შედეგადაც სომხეთი მსოფლიო რუკაზე დემოკრატიის ცენტრად იქცა“, – თქვა ფაშინიანმა.

ამასთან დაკავშირებით წელს ფორუმის მთავარი თემაა – „დეცენტრალიზაციის ძალა: პერსპექტივები და რისკები“.

ალქსანდრ ესაიანის თქმით, ღონისძიების ჩასატარებლად სომხეთში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა:

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს სომხეთში მოგესალმოთ. რამდენიმე წლის წინათ შევძელით, რომ ჩვენს წინადადებას გაემარჯვა და ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია სომხეთში გადმოგვეტანა. უახლოეს სამ დღეში სომხეთი ტექნოლოგიური ცენტრი გახდება“.

 6 ოქტომბერს, საღამოს რესპუბლიკის მთავარ მოედანზე საერთაშორისო ფორუმის WCIT-ის ჩატარებისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა.

WCIT, WCIT 2019, Всемирный технологический конресс, Ким Кардашьян, Алексис Оганян, Никол Пашинян,

კონცერტის პროგრამაში იყო მსოფლიოში სახელგანთქმული დიჯეის არმინ ვან ბიურენის და დირიჟორ სერგეი სმაბატიანის ხელმძღვანელობით არსებული ორკესტრის გამოსვლა. ორკესტრი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ კლასიკურ მუსიკას „რეალური დროის რეჟიმში“ უკრავდა.


ასევე წაიკითხეთ