თუმცა, რიგითი მომხმარებლების საფულეს ეს არ დატყობა, - ირწმუნება ქვეყნის ხელმძღვანელობა " />

რუსეთმა სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაზარდა

თუმცა, რიგითი მომხმარებლების საფულეს ეს არ დატყობა, - ირწმუნება ქვეყნის ხელმძღვანელობა

სომხეთში რუსული ბუნებრივი აირი გაძვირდა. ათას კუბომეტრზე 150 დოლარის ნაცვლად, ფასი 165 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მოცემული გაძვირება რიგით მოქალაქეებზე არ აისახება.

მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებით

ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ბუნებრივ აირზე წინა შეთანხმება 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკოლ ფაშინიანი ახალი კონტრაქტის პირობებზე სამსჯელოდ  მოსკოვში გაემგზავრა. თუმცა, მისი ვიზიტის განმავლობაში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 31 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსულმა მხარემ ფასი მაინც გააძვირა.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რიგითი მომხმარებლებისთვის ფასი არანაირად არ გაიზრდება. მისმა პრეს-მდივანმა არმენ ეგოიანმა განმარტა, თუ რატომ:

 „მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ძველებური დარჩება კომპანია „გაზპრომი სომხეთის“  მიერ ხარჯების შემცირებისა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე.

კომპანიას „გაზპრომი სომხეთი“ გადასახადების გადაუხდელობა ედება ბრალად

სომხეთი უფრო დაბალ ფასად  დაიწყებს ირანული ბუნებრივი აირის შესყიდვას, – ვარაუდობენ სომეხი ექსპერტები

სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ

როგორ დგინდებოდა მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი?

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე „ცისფერი საწვავის“ ფასი 150 დოლარს შეადგენდა. თუმცა, სომეხ მომხმარებლებამდე აირი, საწყის ფასთან შედარებით, თითქმის ორჯერ უფრო ძვირად  აღწევდა. მომხმარებელს ის დაახლოებით 290 დოლარი უჯდებოდა.

სომხეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელია კომპანია „გაზპრომი სომხეთი“. დიდი ხნის განმავლობაში სომხეთში ბუნებრივი აირის ფასი სადავო საკითხს წარმოადგენდა. ბევრს მიაჩნდა, რომ საზღვარზე არსებულ ფასსა და საბოლოო მომხმარებლის მიერ გადახდილ ფასს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. მაგრამ, რუსული „გაზპრომის“ შვილობილ კომპანიას არაერთხელ განუცხადებია, რომ წაგებაზე მუშაობს.

ირანული ბუნებრივი აირი

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „რევოლუციურმა“ პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ უფრო იაფი რუსული ბუნებრივი აირის მიღების იმედი აქვს.  თუმცა, ფასების გაძვირების შემდეგ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანული ბუნებრივი აირის შესყიდვის შესაძლებლობებს განიხილავს; რასაც, სხვათა შორის, არც მისი წინამორბედები გამორიცხავდნენ.

სომხეთი სომხეთ-ირანის გაზსადენის მეშვეობით ახლაც იღებს მცირე რაოდენობით ირანულ ბუნებრივ აირს. ხორციელდება ბარტერი – სომხეთი ელექტროენერგიას ბუნებრივ აირში ცვლის. თუმცა, ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ რუსული ბუნებრივი აირი უფრო იაფი იყო.

ექსპერტების აზრი

ენერგეტიკის ექსპერტი ვაგე დავიტიანი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის შესყიდვის ყველაზე ოპტიმალურ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება:

„არსებობს ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიზი, და საიდუმლო არ არის, რომ ირანული ბუნებრივი აირი საზღვარზე 1000 კუბომეტრი 180-185 დოლარად ფასობს. სხვა საქმეა, თუკი სომხეთის ბაზრისთვის ირანული ბუნებრივი აირის ფასის გაიაფებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. და მეორე მომენტია – ირანული ბუნებრივი აირის ხარისხი, რომელიც თავისი მახასიათებლებით რუსულს ბევრად ჩამორჩება“.

ექსპერტი ადრე აცხადებდა, რომ ირანული ბუნებრივი აირი ასევე შესაძლოა გაძვირდეს, რადგან ის სომხეთში რუსული მილსადენების საშუალებით ხვდება. ინფრასტრუქტურა, რომლითაც ირანული ბუნებრივი აირი სომხეთში შედის, „გაზპრომს“ ეკუთვნის. შესაბამისად, ირანული ბუნებრივი აირის ფასს რუსული „გაზპრომი“, ანუ რუსეთი დაადგენს, ანდა ეს მასთან თანხმობით მოხდება.

ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის რეალურ დივერსიფიკაციად, ალტერნატივად განხილვა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია არა ბუნებრივი აირის წარმოშობა,თუ სადაურია ის, და რომელი ქვეყნიდან ხდება მისი ტრანსპორტირება. მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურა, რომლითაც მისი მოწოდება ხდება. ირანული ალტერნატივა შეუძლებელია, რადგან ირანული ბუნებრივი აირი „გაზპრომის“ ინფრასტრუქტურით მოეწოდება. და ნებისმიერი გადაწვეტილება, რასაც ჩვენ ირანიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით ვიღებთ, მათ შორის რუსეთის თანხმობითაც მიიღება“, – მიაჩნია ვაგე დავიტიანს.

სომხეთში ბევრს მიაჩნია, რომ ფასის გზრდით რუსეთი სომხეთზე ზეწოლას ახდენს. თუმცა, ვაგე დავიტიანის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკური კომპონენტი არ არსებობს:

 „არასწორია, რომ საზღავრზე ბუნებრივი აირის ფასების გადახედვა შიდაპოლიტიკურ კონტექსტში განვიხილოთ, და საერთაშორისო ურთიერთობებს დავუკავშიროთ. რუსეთი საკუთარ ენერგეტიკულ პოლიტიკაში მკვეთრ ნაბიჯებს დგამს, და ცალმხრივად აცხადებს ტარიფის მკვეთრად გაზრდის შესახებ, როგორც მაგალითად, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში.

  

 


ასევე წაიკითხეთ