აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სრულფასოვანი სამიტი მრავალ ვარაუდსა და ეჭვს აღძრავს" />

რას უნდა ველოდეთ ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან?

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სრულფასოვანი სამიტი მრავალ ვარაუდსა და ეჭვს აღძრავს

REUTERS/Kevin Lamarque

დღეს ჰელსინკში შედგება პირველი სრულფასოვანი შეხვედრა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომლებიც აქამდე მხოლოდ საერთაშორისო ფორუმებზე მცირე დროით ურთიერთობდნენ. რას მოელიან მსოფლიოში მათი შეხვედრისგან?

ფინელების მოლოდინი სრულდება

ფინეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებს, სადაც ორი პრეზიდენტის მიღების სურვილი გამოითქვა, ამასთან დაკავშირებით უკვე ბევრი უხერხულობა შეექმნათ; მიზეზი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია. თანაც ეს ყველაფერი უფრო მეტად ჰელსინკში ვლადიმირ პუტინის ჩასვლას უკავშირდება.  

მაგალითად, ფინეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებს რეკომენდებული აქვთ, რომ საპრეზიდენტო კორტეჟისთვის თვალის დევნებისას ფანჯრები არ გააღონ, რათა დაცვას ისინი შემთხვევით სნაიპერები არ ეგონოს. გარდა ამისა, საპრეზიდენტო სასახლისკენ მიმავალ გზაზე, სადაც მოლაპარაკება უნდა შედგეს, საკანალიზაციო ლუქები დაილუქა.

ჰელსინკის მაცხოვრებლებს უსაფრთხოების ასეთი ზომები, შესაძლოა, ეგზოტიკურად მოეჩვენოთ, მაგრამ ყველა რუსული ქალაქის მაცხოვრებელმა, სადაც კი ვლადიმირ პუტინი ნამყოფია, იცის, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა.

რუსეთი: პროგნოზების მხრივ, უკიდურესი თავშეკავებულობა

მოლაპარაკებების წინ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა პრეს-კონფერენცია გამართა. სამიტის შედეგების თაობაზე მისი პროგნოზი გამაოგნებლად თავშეკავებულია.

უშაკოვის თქმით, დღის წესრიგი „ფართო ხასიათისაა და მოიცავს სხვადასხვა საკითხს, რომლებთან დაკავშირებითაც მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ“. ასეთი ბუნდოვანი ფორმულირება იმას ნიშნავს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის არავითარი კონკრეტული შეთანხმება მწვავე საკითხებზე – სირია, ომი დონბასში, ყირიმის ანექსია, ამერიკის არჩევნებში ჩარევა, და ამ ყველაფრიდან გამომდინარე სანქციები – წინასწარ მიღწეული არ არის.

ამ ვარაუდს ადასტურებს ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით ტრამპისა და პუტინის ერთობლივი პრეს-კონფერენცია არ იგეგმება.  

აშშ: დაზვერვის შიშები

ამერიკული მედია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ სამიტის დროს დაგეგმილია ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, ანუ მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით. ტრამპის მისამართით არსებული მრავალრიცხოვანი ბრალდების გათვალისწინებით, რომ თითქოს რუსეთთან მისი კავშირი დიდი ხნის გაუხმაურებელი ამბავია, ეს შეშფოთებას იწვევს.

მაგალითად გაზეთმა Financial Times-მა უშუალოდ სამიტის წინ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ტრამპის ბიზნეს-პროექტები რუსული წარმოშობის კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა.

შესაძლოა, სწორედ ამ შიშებს უკავშირდება ის, რომ ჰელსინკში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთს მკვეთრი კრიტიკით დაესხნენ თავს, ბრალდება რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს გენერალური შტაბის 12 ოფიცერს წარუდგინეს.  

ევროპა: ვაჭრობის შიში

ევროპის ქვეყნები პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით შიშობენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის საგნად არ გადაიქცნენ.

ერთი მხრივ, სანქციების პირობებში, ვლადიმირ პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის განხეთქილება შეიტანოს და მათი აზრთა სხვადასხვაობა სათავისოდ გამოიყენოს.  

მეორე მხრივ კი, ევროპაში მოგზაურობისას პრეზიდენტმა ტრამპმა საკმაოდ გამჭვირვალედ მიანიშნა, თუ რა არის მისი ნამდვილი მიზანი. ის მოკავშირეებს არწმუნებდა, რომ რუსული ბუნებრივი აირის ახალ შესყიდვებზე უარი ეთქვათ და ამით ეს გიგანტური ბაზარი აშშ-დან მიწოდებული შეკუმშული გაზის მიწოდებისთვის გაეთავისუფლებინათ.

შოუს გამართვის შიშები

ამერიკულ და ევროპულ მედიებში ხშირად გამოითქმის აზრი, რომ ჰელსინკის სამიტი შესაძლოა, მხოლოდ პიარ-აქცია აღმოჩნდეს.

ვლადიმირ პუტინს ეს საკუთარი გარემოცვისთვის იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ მან საერთაშორისო იზოლაცია გადალახა და გავლენიან მოთამაშედ დარჩა.  

დონალდ ტრამპისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ წარმატებას აღწევს საერთაშორისო არენაზე, სადაც მას გამოცდილების უქონლობასა და იმპულსურობას სდებენ ბრალად.

დამკვირვებლებს მაგალითად მოჰყავთ ტრამპსა და ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შორის ახლახან გამართული მოლაპარაკებები: მასობრივი პიარი, და არავითარი კონკრეტული შედეგი.

ამავე თემაზე

აშშ-ის კონგრესი ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთის ხელისუფლებასთან შესაძლო კონტაქტებს იძიებს

აშშ-ის კონგრესი ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთის ხელისუფლებასთან შესაძლო კონტაქტებს იძიებს

აშშ-მ რუსეთის იმ 13 მოქალაქის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ედებათ ბრალად

აშშ-მ რუსეთის იმ 13 მოქალაქის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ედებათ ბრალად

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აღუთქვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აღუთქვა

მოსაზრება: სირიამ აფხაზეთი რუსეთისადმი მადლიერების გრძნობის გამო აღიარა. მაგრამ როგორ დაეხმარება ეს აფხაზეთს განვითარებაში?

მოსაზრება: სირიამ აფხაზეთი რუსეთისადმი მადლიერების გრძნობის გამო აღიარა. მაგრამ როგორ დაეხმარება ეს აფხაზეთს განვითარებაში?

ნატოს სამიტი. მოკლედ თემებისა და შედეგების შესახებ: აშშ, რუსეთი და კავკასიის ქვეყნები

ნატოს სამიტი. მოკლედ თემებისა და შედეგების შესახებ: აშშ, რუსეთი და კავკასიის ქვეყნები

ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა: წინა ისტორია და პროგნოზი

ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა: წინა ისტორია და პროგნოზი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ