აქციის მონაწილეები ყველა მოთხოვნის შესრულებამდე ყოველდღე შეიკრიბებიან" />

მშვიდობიანი აქციები საქართველოს პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი

აქციის მონაწილეები ყველა მოთხოვნის შესრულებამდე ყოველდღე შეიკრიბებიან

საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება – ასეთი მოთხოვნები დააყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ყოველ საღამოს 19 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბებიან.

• საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები

21 ივნისს რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ადამიანი მივიდა – აშკარად მეტი, ვიდრე წინა აქციაზე, რომელიც სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია.

ბევრი დემონსტრანტი თვალახვეული მოვიდა – სოლიდარობის ნიშნად იმათთან, ვინც რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა.

ამჯერად აქცია მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე ჩატარდა. ხალხი ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოსვლას სტვენით შეხვდა. გამოსვლები სამოქალაქო აქტივისტებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელეს.

გვიან ღამით აქცია დაიშალა – მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 22 ივნისს საღამოს 7 საათზე ისევ შეიკრიბებიან.

ხელისუფლებას მომიტინგეების მოთხოვნებზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენია.

 

 

 

 


ასევე წაიკითხეთ