პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასა და იმის შესახებ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება აუცილებელია " />

მოსაზრება: ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია კიდევ ერთ შანსს გვაძლევს ოსებთან ურთიერთობა დავალაგოთ

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასა და იმის შესახებ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება აუცილებელია

მოსაზრება

პოლიტოლოგი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი თორნიკე შარაშენიძე საკუთარ ფეისბუკ-გვეგრზე ცხინვალში დაკაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავოსუფლების ამბავს გამოეხმაურა.

 

“ასე მგონია ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია კიდევ ერთ შანსს გვაძლევს ოსებთან ურთიერთობა დავალაგოთ.

მე ე.წ. იტალიურ ეზოში ვიზრდებოდი. იქ ორი ოსური და ორი ქართულ-ოსური ოჯახი იყო. მათ არავინ არჩევდა ეთნიკური ქართველებისგან. მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია და ეს ჩვენი ბრალიცაა.

ოდესღაც უნდა ვაღიაროთ რომ შეცდომები დაგვიშვია, უნდა ვაღიაროთ რომ ოს ხალხთან რაღაც შეგვეშალა. ჩვენი შეცდომები და სისულელეები რომ არა გარე მტერი ამდენს ვერ გაგვიფუჭებდა. გარე მტრისათვის ყველაფრის გადაბრალება საერთოდაც ლუზერების თვისებაა.

ვაჟა გაფრინდაშვილს რიგითი ოსები აჭმევდნენ და უვლიდნენ. იმ ხალხს თავისი ხედვა აქვთ იმის რაც 1989 წლის შემდეგ მოხდა და ეს ხედვა ჩვენთვის არააა სასიამოვნო. ამ ხედვაში ქართველს არც ისე კარგი ადგილი უჭირავს. მაგრამ ამის მიუხედავად უვლიდნენ.

ისინი ჩვენგან ელიან ნორმალურ გააზრებას იმის რაც მოხდა და ჩვენგან რაღაც შეცდომის გულწრფელ აღიარებას. დარწმუნებული ვარ ეს თუ მოხდა ურთიერთობის დალაგების შანსი გაჩნდება და ამას ხელს ვერანაირი მესამე ძალა ვერ შეუშლის, რადგან ქართველებზე უფრო ახლობელი მათ არავინ ჰყავთ და გეოგრაფიიდან გამომდინარე ისინი სხვაგან ვერსად წავლენ. ოღონდ პირველი ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ. შეცდომის აღიარება ხომ ძლიერების თვისებაა. პირველი ნაბიჯი უფრო ძლიერმა უნდა გადადგას.

ეს თუ არ მოხდა არაფერი არ შეიცვლება ჩვენს სასიკეთოდ. გავაგრძელებთ მითებში ცხოვრებას და გაღატაკებას. ცხინვალსა და აფხაზეთს ვინ ჩივის, რაც დაგვრჩა ისიც არ დავკარგოთ”, – წერს შარაშენიძე.

__________________________________________________

საქართველოს ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალი აცხადებდა, რომ მან ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და ოსურ მხარეს გადავიდა. დაკავების შემდეგ გაფრინდაშვილი არ აღიარებდა დანაშაულს და ცხინვალის ციხეში ყოფნის დროს აცხადებდა, რომ კონფლიქტის ზონაში სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს და მას დანაშაული არ ჩაუდენია.

ცხინვალი გაფრინდაშვილის ამ ნაბიჯს პროვოკაციას და კარგად დაგეგმილ ქმედებას უწოდებდა.

დაზუსტებული ინფორმაცია, თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში, ამ დრომდე უცნობია.

9 ნოემბრის შემდეგ გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა. 20 დეკემბერს ცხინვალის სასამართლომ მას ერთი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ექიმის გათავისუფლების საქმეში საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოება.

თბილისში პერმანენტულად იმართებოდა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები, სადაც ექიმის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქტივისტების აზრით, საქართველოს ხელისუფლება არასაკმარისს აკეთებდა ექიმის ციხიდან გამოსახსნელად.

ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს, იგი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

[/notification]

ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლების შემდეგ სახლში ბრუნდება. ფოტო სოციალური ქსელებიდან


ასევე წაიკითხეთ