მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილოეთში მოხდა" />

მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანში 30 ადამიანი დაზარალდა, ასევე დაიბზარა ობსერვატორია

მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილოეთში მოხდა

ფოტო: Azertag

ორი მოტეხილობა, ერთი დაზიანება, ტვინში სისხლის ჩაქცევა და ბევრი სტრესი – ასეთია 5 თებერვალს ღამით აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის შედეგები. დაღუპულები არ არიან.

მთლიანობაში სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს 30-მა ადამიანმა მიმართა. სამმა მათგანმა ტრავმები მიიღო, ერთს ტვინში სისხლის ჩაქცევა დაემართა, დანარჩენები კი, ძირითადად, სტრესის გამო წნევის აწევას უჩიოდნენ.

• ბაქოში ზედმეტად ბევრი მარმარილო ხომ არ არის?

ასევე მიწისძვრის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ხუთი სკოლის შენობას ბზარები გაუჩნდა, უმნიშვნელოდ დაზიანდა შამაჰის ობსერვატორიის შენობაც.

7 თებერვალს შამაჰაში პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩავიდა, რათა შემთხვევის ადგილი დაეთვალიერებინა და მოსახლეობას გასაუბრებოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი შამაჰა-ისმაილის ზონაში მდებარეობდა (დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით 130 კმ-ის დაშორებით). დაფიქსირდა  4-5- ბალიანი მაგნიტუდის ორი ძლიერი და რამდენიმე უფრო სუსტი ბიძგი. ყველაზე მეტად ქალაქი შამაჰა დაზარალდა.

ბაქომდე მიწისძვრამ მხოლოდ მცირედით მიაღწია. ქალაქის ზოგიერთი უბნის მაცხოვრებელმა ბიძგები აშკარად იგრძნო, სხვებს საერთოდ არაფერი გაუგიათ.

სოციალურ ქსელებში მიწისძვრას აქტიურად განიხილავდნენ. ადამიანები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ისეთებიც იყვნენ, ვინც ჩინოვნიკებს იმის გამო ლანძღავდა, რომ „წინასწარ არ გააფრთხილეს“ (ის, რომ მიწისძვრის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მათ არ სწამთ).

შამაჰა – აზერბაიჯანის ყველაზე სეისმოაქტიური ნაწილია. ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი მიწისძვრები აქ 1859 და 1902 წლებში მოხდა. ბაქოში მიწისძვრები იშვიათად ხდება. ყველაზე დასამახსოვრებელი მიწისძვრა 2000 წელს მოხდა – სერიოზული ნგრევა არ ყოფილა, თუმცა შოკისგან ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 31 კი – დაშავდა.  

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ