თუ გაზონზე კოტრიალი და მწვანე ბალახი მოგწონთ, ბაქო თქვენი ქალაქი ნამდვილად არ არის" />

უკაცრავად, ცოტა ზედმეტი ხომ არ არის ამდენი მარმარილო?

თუ გაზონზე კოტრიალი და მწვანე ბალახი მოგწონთ, ბაქო თქვენი ქალაქი ნამდვილად არ არის

ბაქოში ნახევარუდაბნოს  ჰავაა, აუტანლად ცხელი ზაფხული და, გადატვირთლი საგზაო მოძრაობის გამო,  საშინლად დაბინძურებული ჰაერი. თუმცა,  ყოველი ახალი პარკის გაშენების შემდეგ ქალაქში ხეების კი არა, მარმარილოს ფილების რაოდენობა მატულობს.

ვინ წყვეტს, რამხელა მწვანე საფარი უნდა იყოს პარკში? აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანში არსებობს ნორმატიული დოკუმენტი , რომლის მიხედვით, ქალაქის თითოეულ მკვიდრზე  7-10 კვადრატული მეტრი ფართობის მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს, უახლოეს პარკამდე მისასვლელად კი ადამიანს 15-20 წუთზე მეტი არ უნდა დასჭირდეს. ასევე, ქალაქის პარკის ფართობი 15 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს და მწვანე საფარი ბაღების, პარკებისა და სკვერების 70%-ს მაინც უნდა იკავებდეს.

არის თუ არა ეს წესები დაცული ბაქოს პარკებში?

ბულვარი

ამჟამად ბულვარს “ეროვნულ პარკი” ჰქვია და ბაქოს ყურეში მთელ სანაპირო ზოლზეა გადაჭიმული. ამ ზონას მრავალჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და რამდენჯერმე დაგრძელდა. ახალგაზრდებს აღარც ახსოვთ ქვის უბრალო ბორდიურები და ასფალტზე ხვრელები, რომლებიდანაც წყალი იფრქვეოდა.

 

ღირსშესანიშნაობები: პარაშუტისტების კოშკურა (რომელზეც ამჟამად მხოლოდ ჰაერის ტემპერატურისა და დროის მაჩვენებელი ტაბლოა მიმაგრებული) და ცნობილი კაფე „მირვარი“ („ჟემჩუჟინა“, იგივე „მარგალიტი“).  „ნავთობის პერიოდის“ სიახლეები – სავაჭრო ცენტრი „პარკ ბულვარი“, „დროშის მოედანი“ და „კრისტალ პალასი“, რომელშიც 2012 წელს „ევროვიზიის“ კონკურსი ჩატარდა. ბულვარში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური მცენარეებიც ხარობს. აქვეა უამრავი კაფე და რამდენიმე “ელიტური“ რესტორანი. სანაპირო ზოლი ყბადაღებულ მარმარილოშია ჩასმული.

ბულვარში გაზონებიც მრავლადაა, მაგრამ ბალახზე წოლა არ შეიძლება. ეს შეზღუდვა კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ თუ აქ წამოწოლას გადაწყვეტთ, დარაჯი მაინც გაგაგდებთ. მოვითხოვეთ, განემარტათ, თუ რით იყო განპირობებული ეს აკრძალვა, რაზეც გვიპასუხეს, რომ კორდის ბალახი ძალიან ნაზია და მისი მოვლა ძნელია, ამიტომ მისი გათელვა არ შეიძლება.IMG_2254

ოფიცრების პარკი

ეს პარკი,რომელიც საბჭოთა პერიოდში, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა, ტოტალურ „მარმარილოზაციას“ გადაურჩა. რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ „ოფიცრების პარკი“ განაახლეს და უფრო „ცივილიზებული“ გახადეს, მაგრამ რეკონსტრუქცია მხოლოდ დადებითად აისახა ამ ბაღზე, სადაც უზარმაზარი ხეები, ბუჩქები და ვრცელი, სუფთა გაზონებია შემორჩენილი.

ეს პარკი არა აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.1

მესამე ბაღი

ეს პარკი კი მთლიანად შეიცვალა რეკონსტრუქციის შემდეგ. სახელიც კი გამოუცვალეს. ამჟამად „მესამე ბაღს“ „დედე-გორგუდის სახელობის პარკი“ ჰქვია. ადრე „მესამე ბაღი“ დაახლოებით ას ჰექტარზე იყო გადაჭიმული, ახლა კი მხოლოდ 6 ჰექტარს იკავებს და ქალაქის ყველაზე ვრცელ პარკად მიიჩნევა (ბულვარის შემდეგ). აქ ხელოვნური ტბა მდებარეობს, დაზიანებული ასფალტის ნაცვლად კი, მარმარილოს ფილებია დაგებული.

ძირძველი ბაქოელები, რომლებსაც „ვიწრო ქუჩების“ ნოსტალგია არ ასვენებთ, ახალი პარკის სინთეტიკური იერის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ახალგაზრდები კი პირიქით – სიამოვნებით წვებიან ბალახზე. საბედნიეროდ, აქ წოლა აკრძალული არ არის.Кероглы

მოლოკნების ბაღი

ქალაქის ცენტრში მდებარე „მოლოკნების ბაღიც“ „გაარემონტეს“. ამჟამად ეს პარკი ჰაგანის სახელობისაა და იმავე სახელწოდების მქონე ქუჩას ესაზღვრება. მეცხრამეტე საუკუნეში აქ რამდენიმე დასასვენებელი სახლი („ქარავან სარაი“) მდებარეობდა, სადაც სოფლებიდან სავაჭროდ ჩამოსული ქრისტიანი მოლოკნები ჩერდებოდნენ ხოლმე. სხვადასხვა დროს ამ ბაღს „მარიინსკი სკვერი“, „აშუმ ალიევის ბაღი“ და „9 იანვრის ბაღი“ ერქვა, მაგრამ ხალხი დღემდე მხოლოდ „მოლოკნების ბაღს“ უწოდებს. პარკი სულ რაღაც 0,8 ჰექტარის ფართობზეა გაშენებული.

ამჟამად შადრევნის გვერდით ორსართულიანი რესტორიანი დგას. ბილიკების გაყოლებაზე სკამებია ჩამწკრივებული. აქვე მდებარეობს პატარა ინფრასტრუქტურული კომპლექსი, რომელიც კლდეზე ცოცვისთვისაა შექმნილი. რაც შეეხება რესტორნებს, ბაქოს პარკებში ეს დაწესებულებები ძალიან ადვილად ჩნდება.

გუბერნატორის ბაღი

გუბერნატორის ბაღი ყველაზე ძველია ქალაქის რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში აქ ბაქოს გუბერნიის ხელმძღვანელის საზაფხულო რეზიდენცია მდებარეობდა. მეფის რუსეთის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ შენობაში სახალხო კრების სხდომები იმართებოდა ხოლმე.

ეს პარკი, რომელსაც სხვადასხვა დროს „მიხეილის ბაღი“ და რევოლუციის ბაღი“ ერქვა, მეტროსადგურ „იჩერი შეხერის“ მახლობლად იწყება, ციხე-სიმაგრის კედლებს მიუყვება და ბულვარისკენ მიემართება. ზაფხულში აქ შადრევნები მუშაობს და ხშირად ისმის ცოცხალი მუსიკა. ახალ პარკებთან შედარებით, ამ პარკში ბევრი ხე დგას. აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, როდესაც წაბლის ყვავილობა იწყება. აქ თუთიყუშებიც კი ბინადრობენ. ამბობენ, რომ ეს ფრინველები 90-იან წლებში „გაიპარნენ“ ზოოპარკიდან და მას შემდეგ ამ ბაღში ცხოვრობენ.

სხვა პარკებთან შედარებით, „გუბერნატორის ბაღში“ კარგი ნიადაგია, რადგან ბაქოს ციხე-სიმაგრის კომენდანტს, რომან ვონ დერ ჰოფენს აფშერონის მარილიანი მიწა არ მოსწონდა. ამ ბაღის გაშენების პერიოდში, კომენდანტის სპეციალური განკარგულების საფუძველზე, ქალაქში შემოსულ ვაჭრებს განსაკუთრებული გადასახადი დააკისრეს – მათ ბაქოში შავი მიწა უნდა ჩამოეტანათ. ამჟამად ამ პარკს ოფიციალურად ალიაღა ვაჰიდის (მეოცე საუკუნის ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის) სახელი ჰქვია.IMG_9839

ზამთრის ბაღი

„ზამთრის ბაღი“ 2013 წელს, ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი უბნის ადგილზე გაშენდა. მის მშენებლობას ძველი სახლების ნგრევა, გაჭიანურფებული სასამართლო პროცესები და საპროტესტო აქციები უძღოდა წინ. უბნის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო იმ საკომპენსაციო თანხებით, რომლებიც ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართების მფლობელებისთვის გამოყო.

ამჟამად „ზამთრის ბაღის“ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად არ დგას ხეები – თუ არ ჩავთვლით იმ ნერგებს, რომლებიც ბაღის პერიმეტრზეა განთავსებული, ეს პარკი, ძირითადად, მოსწორებული გაზონების, მარმარილოსა და რესტორნებისგან შედეგება. ბაღის გვერდით ავტოსადგომი მდებარეობს. სახელწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერთაჯს“ თუ ვენდობით, აქ 2000 ხე იზრდება.

ჰეიდარ ალიევის პარკი

ეს არა ერთი, არამედ რამდენიმე იდენტურ პარკია, რომლებიც, მეტწილად, ქალაქის გარეუბნებში ვხვდებით. ამ ტიპის რეკრეაციული ზონებისათვის დამახასიათებელია მონუმენტური არკა, რომელსაც პარკის სახელი აწერია. ხის საფარი აქ მხოლოდ ცენტრალური ხეივნის გაყოლებაზე გაშენებული ნერგებითაა წარმოდგენილი. ყველაფერი მარმარილოშია ჩასმული და ყველგან კოხტა სკამები დგას. აქა-იქ ორიოდე ფასიან ატრაქციონსა და კაფე-ჩაიხანასაც შეხვდებით.

რაზინის პარკი

და რა შეიძლება ითქვას ისეთ პარკებზე, რომლებშიც არამხოლოდ სკამზე ჯდომა, არამედ სირბილი და „ბოდიალიც“ შეიძლება? ასეთი პარკი ბეკიხანოვის დასახლებაში მდებარეობდა და მას ამ უბნის ძველი სახელის მიხედვით, „რაზინის პარკს“ უწოდებენ. ეს მწვანე ზონა 1970-იან წლებში გააშენეს – ხეები დარგეს და წყალი გაიყვანეს. ასე შეიქმნა ნარგავი ტყე, რომელშიც ციყვები და მსგავსი, მცირე ზომის ძუძუმწოვრებიც კი ბინადრობდნენ – რომ აღარაფერი ვთქვათ ფრინველებზე.

ეს პარკი იმდენად დიდი იყო, რომ აქ სპორტული ორიენტირების შეჯიბრებს აწყობდნენ. აქ ათლეტები ვარჯიშობდნენ – მ.შ. მეკლდეურებიც. პარკი გადაჭიმული იყო კლდის მასივამდე, რომელიც „რაზინის მთების“ სახელითაა ცნობილი. ბოლო დრომდე ნიზამის რაიონის შემოქმედებისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ საბავშვო კლუბ „ნორჩი მოგზაურის“ ვარჯიშებიც აქ იმართებოდა.

42

ფოტო არქივი

43

ფოტო არქივი

თუმცა, უკვე მრავალი წელია, რაც პარკს მეთოდურად ანადგურებენ. ამ ნაკვეთს მიწა „ჩამოაჭრეს“, რომელზეც კერძო ვილა აშენდა; პარკიდან გრუნტი გაჰქონდათ, წარმოქმნილ ორმოებს კი სამშენებლო ნაგვით ავსებდნენ. მოგვიანებით კი ამ ადგილზე საკანალიზაციო წყლები დაგროვდა.

ევგენია ნაჯაფოვა კლუბ „ნორჩი მოგზაურის“ ხელმძღვანელი და სხვადასახვა სპორტული ღონისძიების ორგანიზატორია. მან ძალიან განიცადა ის, რომ რაზინის პარკი, რომელიც ერთ დროს ნამდვილ ტყეს ჰგავდა, დაჭაობებულ სანაგვედ იქცა. „შევეცადეთ, აქაურობ ჩვენი ძალისხმევით დაგვესუფთავებინა, მაგრამ რა შეუძლია რამდენიმე ათეულ ბავშვს, თუკი აქ ყოველდღიურად გროვდება ნაგავი?!“

თავიდან ენთუზიასტი სპორტსმენები პარკის გადარჩენას ცდილობდნენ – აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს და რეკრეაციული ზონის რეორგანიზაციიის გეგმის ინიცირებას აპირებდნენ, მაგრამ ჩინოვნიკები ამ პრობლემას გულგრილად შეხვდნენ და ამიტომ ათლეტები იძულებული გახდნენ, ქალაქში სავარჯიშოდ გამოსადეგი, ფაქტობრივად, ერთადერთი ადგილის გაქრობას შეგუებოდნენ.

32

ფოტო: ალექსანდრ და ევგენია ნაჯაფოვები

33

ფოტო: ალექსანდრ და ევგენია ნაჯაფოვები

34

ფოტო: ალექსანდრ და ევგენია ნაჯაფოვები

საპროტესტო აქციები

ყველაზე მეტად ბაქოელებს არა მარმარილოს „არასწორი“ პარკების გაშენება, არამედ ხეების გაჩეხვა აშფოთებთ. ამის გამო, გასულ წელს ნარიმანოვის რაიონის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. მათ დაბლოკეს გზა, რომლის გაყოლებაზეც ხეები გაიჩეხა. ამ ქმედების მიზეზი სავსებით ჩვეულებრივია ბაქოსთვის – ამ ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმებოდა. სამშენებლო კომპანიის იურისტი ირწმუნებოდა, რომ სასამართლომ მათ სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი.

აქცია პოლიციამ დაარბია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მშენებლობის ნებართვა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გასცა, რამაც, სხვათა შორის, ეკოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლების გაოცება გამოიწვია: „ მრავალწლიანი ნარგავები მოიჭრა. გადავწყვიტეთ, ამ საქმის სათანადო გამოძიებისათვის პოლიციას მივმართოთ“.

აზერბაიჯანის მწვანეთა საზოგადოების წარმომადგენლის, ფარიდ ჰუსეინოვის თქმით, გამწვანებასთან დაკავშირებული სამუშაოები მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების აპარატთან არსებული „პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის კომიტეტის“ კომპეტენციას წარმოადგენს. ეკოლოგიის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, იდარ იბრაჰიმოვის თქმით, სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს ეზოში გამხმარი, ან დაავადებული ხე დგას, რომელიც, შესაძლოა, წაიქცეს და მოსახლეობა დააზიანოს. ამის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება ეკოლოგიის სამინისტროს მიმართავს, რომელიც ექსპერტიზას ატარებს და ხის მოჭრის ნებართვას იძლევა.

თუმცა, რეალურად, აღმასრულებელი ხელისუფლება ასეთ საკითხებს ეკოლოგიის სამინისტროს „გვერდის ავლით“ წყვეტს ხოლმე.


ასევე წაიკითხეთ