მთავრობამ მათ 6 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციები უნდა გადაუხადოს " />

ევროსასამართლომ აზერბაიჯანის იმ მოქალაქეების უფლებების დარღვევა ცნო, რომლებსაც ქვეყნიდან არ უშვებენ

მთავრობამ მათ 6 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციები უნდა გადაუხადოს

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ აზერბაიჯანის იმ 11 მოქალაქის მხარე დაიკავა, რომლებსაც ხელისუფლებამ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, ხოლო ადგილობრივმა სასამართლოებმა ამასთან დაკავშირებით საჩივრების განხილვაზე უარი განაცხადეს. ევროპის სასამართლომ აღიარა, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი დაირღვა (ეფექტური იურიდიული დაცვის და გადაადგილების უფლება), და დააგინა, რომ თითოეულ მათგანს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5-5 ათასი ევროს ოდენობის თანხა უნდა გადაუხადონ, ასევე –  ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად.

• როგორია აზერბაიჯანში ჟურნალისტობა

• აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების სიის ისტორია

მომჩივანთა შორის არიან დამოუკიდებელი და ოპოზიციური ჟურნალისტები და რამდენიმე ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ჩინოვნიკი. ყველა მათგანი 2012 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ეგრეთ წოდებულ „სტოპ-ფურცელში“ მოხვდა.

რა არის „სტოპ-ფურცელი“ და როგორ ხვდებიან მასში

ეს იმ ადამიანების ჩამონათვალია, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით აზერბაიჯანიდან არ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სიის გაცნობა ინტერნეტით შესაძლებელია, ადამიანი იმის შესახებ, რომ მას „სტოპი“ მიაკუთვნეს, როგორც წესი, გამგზავრების ან ჩამოსვლის მცდელობისას, უშუალოდ მესაზღვრისგან იგებს. როგორც ეს, მაგალითად, ჟურნალისტ იზოლდა აგაევას შემთხვევაში მოხდა – ის ორ კოლეგასთან ერთად აეროპორტში გააჩერეს, როდესაც ისინი უკრაინიდან ბრუნდებოდნენ, და აცნობეს, რომ მათ ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ, და მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ დასაკითხად ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში გაიყვანეს.

ამ თერთმეტ ხსენებულ ადამიანს, თითოეულს სხვადასხვა დროს სასამართლოში საჩივარი შეჰქონდა. საჩივრები რამდენიმე სხვა „გასვლის უფლების არმქონემაც“ შეიტანა, თუმცა მათ საქმეებზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოტანილა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ევროპული სასამართლოს დადგენილების შესახებ ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.


ასევე წაიკითხეთ