ციხიდან სულ 399 ადამიანი გამოვა" />

დიდი შეწყალება აზერბაიჯანში: ცნობილი აქტივისტები და ოპოზიციონერები თავისუფლები არიან

ციხიდან სულ 399 ადამიანი გამოვა

შეწყალებულ პოლიტპატიმრებს შორის ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები არიან: გიას იბრაგიმოვი, ბაირამ მამედოვი, ილკინ რუსამზადე, გიოზიალ ბაირამლი და ფუად გარჰამანლი, ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალი ინსანოვი.

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები მათ მიიჩნევენ პოლიტპატიმრებად და სინდისის პატიმრებად, რომლებიც გამოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს.

• გაის იბრაგიმოვისა და ბაირამ მამედოვის დაპატიმრების შესახებ მათი დედები გვიამბობენ

• იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ პოლიტპატიმრები აზერბაიჯანის ციხეებში

გაის იბრაგიმოვისა და ბაირამ მამედოვის დაპატიმრების შესახებ მათი დედები გვიამბობენ https://jam-news.net/матери-азербайджанских-узников-сове/?lang=ru

იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ პოლიტპატიმრები  აზერბაიჯანის ციხეებში https://jam-news.net/что-значит-в-азербайджане-фраза-осуж/?lang=ru

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ შეწყალების შესახებ ხელმოწერილი განკარგულება მთლიანობაში 400 პატიმარს შეეხო.

გიას იბრაგიმოვი და ბაირამ მამედოვი  – ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებმაც ჰეიდარ ალიევის ძეგლის კვარცხლბეკზე ანტისამთავრობო ლოზუნგი დაწერეს, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით, 10-10 წლით არიან მსჯავრდებულები;

გიოზიალ ბაირამლი  – ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, კონტრაბანდაში ბრალდებით, 4 წლით არის მსჯავრდებული;

ფუად გაჰრამანლი – ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებისთვის, 10 წლით არის მსჯავრდებული;

ილკინ რუსტამზადე – საზოგადოებრივი მოძრაობა NIDA-ს აქტივისტი, რომელიც ჯარში არასაბრძოლო დანაკარგის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო, მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით, 8 წლით არის მსჯავრდებული;

ალი ინსანოვი – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, 11 წლით არის მსჯავრდებული – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი მას, უკანონო პრეპარატების შენახვისთვის, კიდევ 7 წელი დაუმატეს.

აზერბაიჯანში, მთლიანობაში, 120-ზე მეტ პოლიტპატიმარს ითვლიან, თუმცა მთავრობა მათ ასეთებად არ აღიარებს. ახლანდელი განკარგულებით 51 მათგანი გათავისუფლდა, თუმცა უმრავლესობა ჯერ ისევ ციხეში რჩება, მაგალითად – ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელსაც 2018 წელს, კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ