BBC-ის ექსპერტები ბრექსითის თაობაზე მიღწეულ შეთანხმების შედეგებს აფასებენ" />

ბრექსითი გარდაუვალია. როგორ შეიცვლება ბრიტანეთი და ევროპა?

BBC-ის ექსპერტები ბრექსითის თაობაზე მიღწეულ შეთანხმების შედეგებს აფასებენ

ბრიტანეთი ევროკავშირთან შეთანხმებას მაინც ტოვებს – მრავალთვიანი ბატალიებისა და ლონდონში გამართული მილიონიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ძირითადი პირობები უკვე შეთანხმებულია. დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ამ ორგანიზაციიდან ქვეყნის გასვლის შეთანხმებული გეგმა გამოაქვეყნეს.

რა შეიცვლება — და შეიცვლება თუ არა მართლაც რაიმე? BBC-ის ექსპერტების კომენტარები

• რა არის კარგი და რა ცუდი აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ

• ეკონომიკური კრიზისი თურქეთში: ამერიკის მანიპულაციები თუ ერდოღანის ხელისუფლების არაკომპეტენტურობა?

• მოლდოვის ბევრი მაცხოვრებელი ფულის საშოვნელად ქვეყანას ტოვებს

იმიგრაცია

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში მუშაობას და ცხოვრებას (და პირიქით) გარდამავალი პერიოდის ბოლომდე, ანუ 2020 წლის დეკემბრამდე შეძლებენ. შემდეგ ისინი, ვინც ამას მოისურვებს, ხუთ წელიწადში მუდმივად იქ ცხოვრების უფლებას მიიღებენ.

2020 წლის დეკემბრისთვის მხარეები გეგმავენ, რომ საქმიანი და მოკლევადიანი მგზავრობისთვის უვიზო რეჟიმის პირობები შეათანხმონ.

ასევე იმავე ფორმატში გაგრძელდება არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ თანამშრომლობაც.

კანონიერება

2020 წლის დეკემბრამდე დიდ ბრიტანეთში გარდამავალი პერიოდისთვის ევროკავშირის იურისდიქცია ნარჩუნდება. ევროკავშირის უზენაესი სასამართლო ინსტანცია – ევროპის იუსტიციის სასამართლო – ამ ვადამდე დიდ ბრიტანეთშიც უმაღლეს სასამართლო ინსტანციად რჩება.

ამ ვადის გასვლის შემდეგ ყველა სადავო პრობლემისთვის სპეციალური პროცედურა შემუშავდება.

ვაჭრობა

გარდამავალ პერიოდში (2020 წლის დეკემბრამდე) სავაჭრო ურთიერთობებში ყველაფერი შეუცვლელად რჩება.

ამ პერიოდის შემდეგ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მოხერხდება თუ არა გრძელვადიანი სავაჭრო ურთერთობის დამყარება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

• ქართველი მოსწავლე ამერიკაში: “აქაურ სკოლაში თავისუფლად აზროვნებას ასწავლიან” 

ტრანსპორტი

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ტექსტიდან გამომდინარეობს, რომ მათ შორის სატრანსპორტო კავშირის თვალსაზრისით არც გარდამავალ პერიოდში, და არც მის შემდეგ პრობლემები არ უნდა წარმოიქმნას

შესაძლოა, რამდენადმე გაძლიერდეს კონტროლი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის საზღვარზე – ეს ერთადერთი სახმელეთო საზღვარია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ასევე შესაძლოა გაძლიერდეს კონტროლი იმ მთავარ პორტებში, რომლებიც საბორნე კავშირით უზრუნველყოფს კუნძულების მატერიკთან კავშირს – ფრანგულ კალესა და ინლისურ დუვრში.

პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უსაფრთხოება

გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ დიდ ბრიტანეთს სურს სრულფასოვნად ითანამშრომლოს ევროკავშირთან პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და მსოფლიოში უსაფრხთოების უზრუნველყოფის ზომებთან დაკავშირებით

განათლება

ბრიტანული უნივერსიტეტები შეშფოთებულები არიან 2020 წლის შემდეგ ევროპული დაფინანსების შესაძლო დაკარგვით.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა პირობებით ითანამშრომლებენ დიდ ბრიტანეთში ევროპელი პედაგოგები, და რა შედეგები ექნება ამას იმ ევროპელი სტუდენტებისთვის, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სწავლობენ.

ენერგეტიკა და მეცნიერება

ენერგორესურსებით ვაჭრობისა და ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობისთვის დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის წინააღმდეგობები არ შეიქმნება.

სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა

დიდი ბრიტანეთი საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის თაობაზე ევროკავშირთან დადებული შეთანხმებიდან გამოვა. ამ სფეროში თანამშრომლობის წესები გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე შემუშავდება (2020 წლის დეკემბრამდე)

ჯანდაცვა

ამ სფეროში შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

წამლებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი რომ არ გაჩნდეს, დიდ ბრიტანეთში მათი რამდენიმე კვირის სამყოფი სარეზერვო მარაგი შეიქმნება

რაც შეეხება ევროკავშირიდან ჩამოსულ ექიმებს, რომლებიც ამჟამად დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში მუშაობენ, ეს საკითხი თეორიულად გადაწყვეტილად მიიჩნევა – სურვილის შემთხვევაში, ისინი ძველებური პირობებით შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.


ასევე წაიკითხეთ