სახელდება კრიზისის ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია: ამერიკის მანიპულაციები ან ერდოღანის ხელისუფლების არაკომპეტენტურობა" />

ეკონომიკური კრიზისი თურქეთში. პოლიცია პურის ფასს აკონტროლებს

სახელდება კრიზისის ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია: ამერიკის მანიპულაციები ან ერდოღანის ხელისუფლების არაკომპეტენტურობა

სტამბოლი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

გაუფასურების შემდეგ ბოლო კვირებში თურქულმა ლირამ ოდნავ მატება დაიწყო. ამ პროცესზე პირველი რეაქცია – სიხარულია, ადგილობრივ მოსახლეობაშიც და მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის კავკასიაშიც, რომლის ეკონომიკაც მჭიდროდ არის დამოკიდებული თურქეთისაზე.

თუმცა, ექსპერტების თქმით, თურქეთში ეკონომიკური კრიზისის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

თურქეთი ერდოღანსა და გიულენს შორის

 როგორ მოქმედებს თურქული ლირის ვარდნა სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე?

სტამბოლიქალაქი, რომელიც პრეზიდენტებსა და სულთნებზე მაღლა დგას

რეჯიპ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ თურქეთში არავითარი ეკონომიკური კრიზისი არ არის და ყველაფერი რაც ხდება აშშ-ს ხელისუფლების და პირადად დონალდ ტრამპის ხელოვნური მაქინაციების შედეგია.

თუმცა, ერდოღანის ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში შექმნილი ახლანდელი მდგომარეობის ერთადერთი მიზეზი – მმართველი პარტიის -„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ 16  წლიანი წარუმატებელი საქმიანობის შედეგია.

ერთი ადამიანის ისტორია, რომელმაც ლირის კურსზე გავლენა იქონია

2018 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ იზმირის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს.

ბრანსონი ჯერ კიდევ 2016 წლის 15 ივლისს დააპატიმრეს, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ დიდი დაჭერები დაიწყო.  პასტორს აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.

ვინაიდან ბრანსონი სამი წელი უკვე იჯდა ციხეში წინასწარი გამოძიების პირობებში, ამიტომ იგი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. სპეციალური თვითმფრინავით ის ჯერ გერმანიაში  გადააფრინეს, შემდეგ კი აშშ-ში, სადაც იგი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტმა მიიღო. 

ჩასვლისთანავე დონალდ ტრამპთან შეხვედრა – შემთხვევითი არ არის. 2018 წლის17 აპრილს ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ბრანსონის დასაცავად პოსტი გამოაქვეყნა:

„პასტორი ენდრიუ ბრანსონი, არაჩვეულებრივი ჯენტლმენი და შეერთებული შტატების ქრისტიანული ლიდერი, თურქეთში უმიზეზოდ განიცდის საგამოძიებო დევნას. მას უწოდებენ ჯაშუშს – მაგრამ მე უფრო ვარ ჯაშუში, ვიდრე ის. იმედია, მას უფლებას მისცემენ, რომ თავის მშვენიერ ოჯახს დაუბრუნდეს“ – წერს ტრამპი. 

ტრამპის ამ განცხადებას ლირის კურსის კიდევ უფრო მეტად ვარდნა და თურქეთში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება მოჰყვა. 

ტრამპი ტვიტერზე დაწერილი ამ ერთი განცხადებით არ შემოფარგლულა. ის მუდმივად უგზავნიდა თურქეთის ხელისუფლებას პასტორის მხარდასაჭერ მესიჯებს. 

ერდოღანი ამ ყველაფერს თავიდან ასეთი მკვეთრი გამონათქვამებით პასუხობდა: „ვიდრე მე ამ თანამდებობაზე ვარ – ამ ტერორისტს ვერ მიიღებთ“.

შემდეგ მან უფრო თავშეკავებულად დაიწყო ლაპარაკი, ასეთი მესიჯით „თურქეთში დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს, და გადაწყვეტილებას ის მიიღებს“.

ბრანსონის გათავისუფლება მყისიერად დაეტყო თურქულ ლირასაც: ერთი დოლარი დაახლოებით 6,07 ლირა ღირდადა 5,61 ლირა გახდა.

კომენტარი. რატომ არ ენდობა ტრამპი არავის?

ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩავიდა. რატომ არ გაემგზავრა ის სომხეთში?

საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზებისა და თავშესაფრის გარეშე

ის, რაც 2018 წელს ლირას დაემართა, ისტორიული ამბავია: ასეთი გაუფასურებული ის არასოდეს ყოფილა.

დოლარის ფასმა 2018 წლის აპრილში თურქეთის ისტორიაში პირველად 4 ლირამდე აიწია. მაშინ ტრამპს ბრანსონთან დაკავშირებული განცხადებები გაკეთებული არ ჰქონდა.

ლირის გაუფასურებას შიდაპოლიტიკური სიტუაციის ამღვრევა მოჰყვა. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ წელიწადნახევარი რჩებოდა, მაგრამ ერდოღანმა “ჭკუა იხმარა” და ვიდრე საერთოდ დაეცემოდა მისი რეიტინგი,  რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა.  24 ივნისს  ეს არჩევნები ჩაატარა კიდეც, ერდოღანისთვის უაღრესად პოზიტიური შედეგით.

თუმცა, ერდოღანმა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების მართვა ვეღარ შეძლო – არჩევნებს და სხვა პოლიტიკურ რყევებს დოლარის კურსის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. უკვე მაისში დოლარი 4, 50 ლირა ღირდა.

პოლიტიკური ავტორიტარიზმის გავლენა ეკონომიკაზე

2018 წლის დასაწყისიდან თურქეთის ეკონომიკა ყველაზე ღრმა კრიზისშია 2001 წლის შემდეგ.

ათი წლის წინ, 2008 წელს, თურქეთში დოლარის კურსი დაახლოებით 1,15 ლირა იყო. მაშინ ქვეყნის წამყვან ტენდენციას ეკონომიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა.

თუმცა, რაც წლები გადიოდა, ლიბერალიზმისგან თითქმის არაფერი დარჩა – ერდოღანი სულ უფრო ავტორიტარული მმართველი ხდებოდა. საბოლოოდ მან სახელმწიფოს მართვის ისეთი სისტემა შექმნა, რომელშიც პოლიტიკური ნაბიჯები ეკონომიკაზე უშუალო ზეგავლენას ახდენს.

ერდოღანმა თანდათან დასავლეთის კრიტიკას და ლანძღვას მოუხშირა. ის ალაპარაკდა იმაზე, რომ დასავლეთი თურქეთზე დოლარის კურსით გავლენას ახდენს. 2013 წლის 30 მაისს სტამბოლის ცენტრში „გეზი პარკის“ დასაცავად გამართული საპროტესტო გამოსვლები მან ასევე დასავლეთს და დოლარის კურსს დაუკავშირა. არადა,  მაშინ დოლარის კურსმა ერთ თვეში 1,85 ლირიდან მხოლოდ 1,92 ლირამდე მოიმატა.

ამით ერდოღანმა ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. თურქეთი დასავლეთის თვალში აღარ იყო ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში შესვლისა და ქურთების საკითხის გადაწყვეტისკენ მიისწრაფვოდა. თურქეთი  კიდევ ერთი ახლო აღმოსავლური ქვეყანა გახდა, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი მართავს. 

2018 წლის 24 ივნისს თურქმა ამომრჩეველმა ერდოღანი კიდევ ერთხელ აირჩია პრეზიდენტად. საპარლამენტო უმრავლესობა კი – მის მხარდამჭერ „სახალხო ალიანსს“ (მასში შედის ორი პოლიტიკური ძალა – „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ და „ნაციონალისტების პარტია“) მიანიჭა. იმავე დღეს დოლარის კურსი 4,70 ლირამდე გაიზარდა.

დოლარის გაძვირების ქრონიკა თურქეთშ

აგვისტოში აშშ-მ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუსა და იუსტიციის მინისტრ აბდულჰამიტ გიულის მიმართ სანქციები დააწესა. მიზეზი – ისევ პასტორ ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრება იყო.

მაშინვე დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედის ბარაკ ობამას საშინაო პოლიტიკა გადახაზა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განცხადება გააკეთა.

ეს მოვლენები მყისიერად აისახა თურქულ ლირაზე.

1 აგვისტოს დოლარი უკვე  5 ლირა ღირდა. მაგრამ საქმე ამითაც არ დასრულდა.

9 აგვისტოს პროვინცია რიზეში მიტინგის მსვლელობის დროს ერდოღანმა განაცხადა: „მათ დოლარი აქვთ, ჩვენ კი – ალაჰი გვყავს“.

ამ სიტყვების შემდეგ დოლარი კიდევ უფრო გაძვირდა და უკვე  5,95 ლირა ღირდა.

10 აგვისტოს პრეზიდენტმა ერდოღანმა  თქვა„მათ, ვისაც ბალიშების ქვეშ ოქრო და დოლარები უდევთ, ისინი ჩვენს ბანკებში ლირებზე უნდა გადაცვალონ“.

იმავე დღეს, ერდოღანის გამოსვლის დასრულებისთანავე,  მისი სიძე და ახალ მთავრობაში ხაზინისა და ფინანსების მინისტრი ბერატ ალბაირაკი გამოვიდა და ახალი ეკონომიკური პროგრამა წარმოადგინა. როდესაც მან გამოსვლა დაიწყო – დოლარი  6,04 ლირა ღირდა. 50 წუთის შემდეგ, როდესაც გამოსვლა დასრულდა მისი ფასი უკვე 6,30 ლირა იყო.

იმავე დღეს დონალდ ტრამპმა ალუმინისა და მეტალის საბაჟო გადასახადის გაძვირების შესახებ განცხადება გააკეთა და ლირის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდა –  6,40-ს მიაღწია.

შემდეგ უკვე 13 აგვისტოს, ტრამპმა გადაწყვიტა, რომ თურქეთისთვის F-35 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვა გადაედო.

ორ დღეში  ერდოღანმა საკუთარ ხალხს ამერიკულ ტექნოლოგიური პროდუქციის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდა და კორეული და იაპონური წარმოების პროდუქციისთვის უპირატესობის მინიჭება ურჩია. ამავდროულად შემოღებულ იქნა დამატებითი საბაჟო გადასახადი  აშშ-დან შემოტანილ ალკოჰოლურ და თამბაქოს პროდუქციაზე.  

ამის შემდეგ დოლარის კურსი საკმაოდ სტაბილური რჩებოდა იმ მომენტამდე, როდესაც 13 სექტემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის პროცენტი, რომლის მიხედვითაც თურქული ბანკები სესხებს გასცემდნენ, 17-დან 24-მდე გაეზარდა.  ამ მონაცემით, თურქეთი, არგენტინისა და სურინამის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილას აღმოჩნდა.

ამის შემდეგ მაშინვე  დაიწყო დოლარის კურსის ვარდნა და სექტემბერში უკვე ერთი დოლარი – 6,05 ლირას დონეზე გაჩერდა.

ჯაშუშობაში ბრალდებული პასტორის გათავისუფლება მეორე ფაქტორი გახდა, რამაც დოლარის კურსზე ძლიერ იმოქმედა. ვალუტის ლირასთან შესაბამისობა 5,95 ლირიდან ახლანდელ 5,64 ლირამდე ჩამოვიდა.

წარმოადგენს თუ არა ლირის გამყარება ეკონომიკური კრიზისის დასასრულს?

ექსპერტებს არ სჯერათ, რომ თურქეთმა ეკონომიკურ კრიზისს დააღწია თავი. 

მიუხედავად იმისა, რომ დოლარის კურსი შედარებით დასტაბილურდა, ფასები ისევ გაძვირებული დარჩა. ფასებმა თურქეთში ძალიან მოიმატა აგვისტოში, როდესაც დოლარი 6 და 7 ლირა გახდა.

ინფლაცია კვლავ ძლიერ ეკონომიკურ საფრთხედ რჩება.

გაზის ფასმა არათუ არ დაიკლო, არამედ 1 ოქტომბერს მესამედ გაძვირდა. 2018 წლის ივლისთან შედარებით, ის რიგით მოქალაქეებს 30 პროცენტით, საწარმოებს კი 48 პროცენტითაც კი გაუძვირდათ.

ფასები არ იკლებს არც სხვა სფეროებში. თუმცა,  ერდოღანი და პროსამთავრობო წრეები ეკონომიკურ კრიზისზე კი არა, ბიზნესმენების ოპორტუნიზმზე ლაპარაკობენ.

მეტიც, სახელმწიფომ ოფიციალურად ბრძოლა გამოუცხადა იმ პირებს, რომლებსაც ოპორტუნიზმში სდებს ბრალს.

ქვეყნის ყველა რეგიონის მაღაზიებში, სადაც პური იყიდება, ფასებს პოლიცია ამოწმებსიმ გამყიდველებს, რომლებიც გამოცხადებულ 1,25 თურქულ ლირაზე მაღალ ფასს ადგენენ, სასჯელი ელოდებათ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელს ფასების დაკლების გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მიმართა.

თურქეთი ინფლაციას პოლიციის დახმარებით ებრძვის. შესაძლებელია თუ არა, რომ ეს წარმატებული იყოს?

ეკონომიკის ექსპერტი უგურ გიურსესი ამბობს,  რომ  სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ საბაზრო სისტემაში ჩარევის გამო ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნება – წარმოება შეჩერდება და ტოტალური დეფიციტი დაიწყება.

ექსპერტ სელვა დემირალპს მიაჩნია, რომ საქონელზე ფასების ხელოვნური კლება, კომპანიების საწარმოო ხარჯების შემცირების გარეშე, კრიზისს კიდევ მეტად გააღრმავებს. მისი თქმით, ინფლაციასთან ბრძოლას სჭირდება არა ზეწოლა, არამედ ფინანსებისა და საფინანსო პოლიტიკის სწორად დარეგულირება.

ოპოზიციამ ასევე მკვეთრად გააკრიტიკა პოლიციის საშუალებით ინფლაციასთან ბრძოლის პროგრამა. პარტია  İYİ Parti-ს („კარგი პარტია“) თავმჯდომარემ და ერდოღანის კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მერალ აშკენერმა განაცხადა,  რომ „ინფლაციასთან ბრძოლის გაცხადებული პროგრამა, თავის არსით, მეწარმეებთან ბრძოლის პროგრამას წარმოადგენს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ