დაპატიმრებულია 11 ადამიანი, მოპიკეტის დაკავების მომენტიდან მისი ბედი უცნობია" />

ახალი დაპატიმრებები აზერბაიჯანში: შეწყვეტილი მსვლელობა და ერთი კაცის აქცია

დაპატიმრებულია 11 ადამიანი, მოპიკეტის დაკავების მომენტიდან მისი ბედი უცნობია

ბაქოში პოლიტპატიმრების დასაცავად გამართული მსვლელობის 10 მონაწილე და ის ადამიანი დააკავეს, რომელმაც ერთი კაცის აქცია მოაწყო.

„ პოლიციამ დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს 15 აქტივისტი დააკავა, როდესაც ისინი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად მსვლელობის გამართვას აპირებდნენ. მათ ხელისუფლებისგან ნებართვა არ ჰქონდათ. როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, ათი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს.

• ბაქოში პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ოპოზიციის მიტინგი ჩატარდა

• აზერბაიჯანში მიტინგის მონაწილეებს პოლიციიდან ურეკავენ

ეს შაბათს, 26 იანვარს მოხდა. ამ დღეს დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭო [კოალიცია, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასა და აქტივისტს აერთიანებს] მიტინგის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ ხელისუფლებამ მათ ამის ნებართვა არ მისცა. საბოლოოდ რამდენიმე ათეული აქტივისტი სტადიონის მახლობლად შეიკრიბა, სადაც მანამდე ერთი კვირით ადრე, ასევე პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად, ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი ჩატარდა.

სამართალდამცავი ორგანოების ვერსიის მიხედვით, აქტივისტები „გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევდნენ, მოსახლეობაში პანიკას ქმნიდნენ, მოქალაქეების დასვენების უფლებას არღვევდნენ და პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის მაგალითი აჩვენეს“.

მანამდე ერთი დღით ადრე პოლიციამ დააკავა ბაქოს მაცხოვრებელი რაფაელ ჰუსეინზადე, რომელიც ქალაქის ცენტრში ერთი კაცის აქციას ატარებდა. მას ჰქონდა პალაკატები პოლიტპატიმართა გათავისუფლებისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. აქტივისტის თქმით, ის აქციაზე 26 იანვარს მიტინგის ჩატარებაზე მერიის მიერ უარის თქმის შემდეგ გავიდა. მას შემდეგ, უკვე ორი დღეა, რაფაელ ჰუსეინზადეს ბედი უცნობია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ