შეერთებული შტატები და ევროკავშირი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს არ დააფინანსებენ
შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ ნეიტრალური პოზიციის დაკავება და სომხეთში მოქმედი პოლიტიკური ძალების პირდაპირი, ან ირიბი დაფინანსებისგან თავის შეკავება გადაწყვიტეს.
გაზეთ “ჟამანაკის” ცნობით, შეერთებული შტატების ელჩმა სომხეთში, მილსმა და ევროკავშირის დელეგაციის ელჩმა სვიტალსკიმ ვიწრო წრეში საუბრისას შეშფოთება გამოთქვეს სომხეთის პოლიტიკურ სივრცეში ამჟამად შექმნილი მდგომარეობის გამო. მათი თქმით, სომხეთში არც სამართლიანი კონკურენციის პირობებია, და არც დასავლური ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური ძალები ჩანს.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი 2017 წლის 2 აპრილისთვის დაგეგმილ არჩევნებზე დასაქმებულ საზოგადოებრივ სადამკვირვებლო მისიებს დაფინანსებას შეუზღუდავენ.