უკრაინაში მხარეებმა ტყვეები პრინციპით "ყველა ყველაზე" გაცვალეს
უკრაინაში შედგა ტყვეთა და პატიმართა გაცვლა “ყველა ყველაზე” პრინციპის საფუძველზე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს – უკრაინის ხელისუფლებასა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის.
უკრაინული ტელეარხის ჰრომადსკოეს ცნობით, სულ 76 უკრაინელი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა – ამ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. გათავისუფლებულები კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
_______________________________________________________________________________________
• კონფლიქტი უკრაინაში: ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა. რაზე შეთანხმდა ოთხი ქვეყნის მეთაური
• რუსეთმა და უკრაინამ „გაზის ომი“ დაასრულეს. რას ნიშნავს ეს?
• რეპორტაჟი აღმოსავლეთ უკრაინის ომისგან გაყოფილი სოფლიდან
________________________________________________________________________________________
შეთანხმებას ამ გაცვლის შესახებ პარიზში, 10 დეკემბერს მიაღწიეს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაზე.
დღის განმავლობაში არც უკრაინის და არც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელისუფლება არ ასახელებენ იმ პირების ზუსტ რიცხვს და ვინაობას, ვინც უნდა გაეთავისუფლებინათ.
ამ აქციის ყველაზე საკამათო მომენტი, რამაც უკრაინულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, სპეცდანიშნულების რაზმის “ბერკუტის” ხუთი მებრძოლის განთავისუფლებაა, რომლებიც ბრალდებული იყვნენ მაიდანზე დემონსტრანტების დახვრეტაში 2014 წლის თებერვალში.
ისინი წინა დღეს კიევის სასამართლომ გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ცნობით, ისინი უკვე გაცვალეს.