ბორდერიზაცია

“ბორდერიზაცია” – ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი. ეს სიტყვა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში გაჩნდა, როდესაც  რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოყოფა დაიწყეს.

მას შემდეგ ათ წელზე მეტია, რაც რუსი და ოსი სამხედროები ე.წ. საზღვრის მთელ პერიმეტრზე სხვადასხვა კონსტრუქციებს ამონტაჟებენ – ავლებენ მავთულხლართებს; დგამენ ბეტონის, ხის და რკინის ნაგებობებს; არჭობენ ბანერებს, წარწერით “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი”; თხრიან სანგრებს; აყენებენ სათვალთვალო ინფრასტრუქტურას.

თბილისი ამ პროცესს “მცოცავ ოკუპაციას” უწოდებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი, „სახელმწიფო საზღვრის გავლებას“.

ამ კონსტრუქციების ნაწილი გადის პირდაპირ ქართულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეზოებზე, მათ მიწებზე და ორ ნაწილად ჰყოფს სოფლებს.

შედეგად, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დღესაც, ომიდან წლების შემდეგ, კარგავენ სახლებს, სახნავ-სათეს მიწებს, საძოვრებსა და ბაღებს.

ბორდერიზაციის პროცესი განსაკუთრებით აქტიურად 2013 წლიდან მიმდინარეობს.

თბილისი. ფოტო: შაკო მამუკაშვილი

გაივლის თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?

რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების ტრანზიტისთვის ალტერნატიული გზების შექმნა ორი ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსში დიდი ხანია არსებობს, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა ჭიანურდება.

ცხინვალი არ აპირებს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების თბილისისთვის გადაცემას

მორიგი ქართულ-ოსური შეხვედრა ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა

მარია ზახაროვა: როგორც იქნა, საქართველომ აღიარა, რომ ოსები და აფხაზები არ არიან მისი მოქალაქეები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა

ოფიციალურმა თბილისმა ერგნეთში შეხვედრა ჩანიშნა, ცხინვალში კი ამბობენ, რომ დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს

ერგნეთში გარდაცვლილი ტატუნაშვილისა და დაკავებული პირების საქმეზე შეხვედრა იმართება

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა