თითქმის ორი მილიარდი დახარჯა საქართველომ 2021 წელს კოვიდის მართვაში
კოვიდზე დახარჯული თანხები
ერთი მილიარდ 930 მილიონი ლარი დაუჯდა საქართველოს COVID-19-ის მართვა 2021 წელს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდზე დახარჯული თანხებიდან უშუალოდ ჯანდაცვაზე ერთი მილიარდ 188 მილიონი ლარი დაიხარჯა. დანარჩენი ფული მოქალაქეთა მიზნობრივ დახმარებებსა და ბიზნესისთვის შეღავათებს მოხმარდა.
● ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
● როგორ მუშაობს ქართული კოვიდ-პასპორტი და რა გვჭირდება სამოგზაუროდ
კერძოდ კი, 410 მილიონი ლარი კოვიდთან დაკავშირებულმა სოციალური დახმარებების პაკეტმა შეადგინა. 335 მლნ ლარი – ბიზნესის მხარდაჭერის თანხები იყო, 250 მლნ ლარი – საგადასახადო შეღავათები.
სულ, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდისგან 14 ათას 218 ადამიანი გარდაიცვალა. მათი დიდი უმრავლესობა (11 ათას 295 ადამიანი) 2021 წელს.