თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დაიკეტა. covid-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 420-ს მიაღწია საქართველოში
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5148 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 107 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კარანტინი გამოცხადდა. გუშინ ამ სოფელში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ღვანკითში, სადაც 705 ოჯახი ცხოვრობს, სულ covid-19-ით ინფიცირების 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- “ვართ მე და ჩემი ბერიკაცი, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს,” – როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები იზოლაციაში
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- უსახლკარო ცხოველები საქართველოში. რატომ არ მცირდება მათი რიცხვი და როგორ ცხოვრობენ ისინი ეპიდემიის დროს
სოფელში ხუთი საკონტროლო პუნქტი მოეწყო და დღეს ადგილობრივ მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.