ვიდეო სოფელ თლიკიდან. რატომ დარჩა იქ მხოლოდ სამი ოჯახი
„თქვენი ცხოვრება ისეთი ხანგრძლივი იყოს, როგორც წყლის დენა“, – ეს გამოთქმა სომხეთში ხშირად შეიძლება მოისმინოთ, მაგრამ არა სოფელ თლიკში. აქ ამ დალოცვას წყევლად იღებენ. ბოლოჯერ ამ სოფელში წყალი ონკანიდან 25 წლის წინ წამოვიდა.