7 წელია საქართველოში შობადობა ყოველწლიურად მცირდება
საქართველოში შობადობა ყოველწლიურად მცირდება
საქსტატის მონაცემებით, სულ მცირე 7 წელია, შობადობა ყოველწლიურად მცირდება. 2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა. აქედან 21 897 ბიჭი და 20 422 გოგო – ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით.
აღსანიშნავია, რომ სულ მცირე 7 წელია, რაც შობადობის შემცირებას ყოველწლიური ტენდენცია აქვს.
კერძოდ:
● 2020 წელს 46 520 ბავშვი დაიბადა,
● 2019 წელს – 48 296
● 2018 წელს – 51 138
● 2017 წელს – 53 293
● 2016 წელს – 56 569
● 2015 წელს – 59 249
2015 წლამდე ჩაშლილი სტატისტიკა არ იძებნება, თუმცა, საქსტატს გამოქვეყნებული აქვს ხუთწლიანი პერიოდები:
2022 წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი).
2022 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა.
● “მშობლებმა არ იციან როგორ ელაპარაკონ შვილებს”. ანიმაციური გმირები სექსუალური განათლებისთვის
● ერთი წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან. მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია
● „ახლა უფრო ვეფერები, ვიდრე მაშინ, ახალგაზრდობაში“ – წყვილები, რომლებიც ნახევარი საუკუნეა ერთად არიან
იმავე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული ორი წლის მსგავსად, 2022 წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა – გასულ წელს ახალშობილთა რაოდენობამ 42 319 შეადგინა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 49 118 იყო.
2022 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 6 799 კაცით განისაზღვრა.