საქართველოში კორონავირუსით მე-18 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში covid-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მე-18 შემთხვევაა.
გარდაცვლილი 87 წლის ქალია.
ის მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა.
• ინფექციურმა საავადმყოფომ აივ/შიდსით და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა
• ნიღბებით, შესვენებებისა და ბუფეტის გარეშე: სომხეთი ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება
მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა:
„ჰქონდა თანმხლები დაავადებები: გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ჰქონდა გართულებები, რაც შეიძლება ახლდეს კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას. რთულად მიმდინარე კოვიდინფექციის და თანმხლები დაავადებების გამო, ვერ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება“.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 421 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1 137 ადამიანი.
კარანტინში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 255.