საქართველოში ფულადი გზავნილები გაორმაგდა, ყველაზე მეტი ფული კი რუსეთიდან გადმოირიცხა
გაზიარება
გაზიარება
ეროვნული ბანკის ახალი მონაცემების მიხედვით, მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან შემოვიდა (32.19 მლნ დოლარი), მას მოსდევს იტალია (30.51 მლნ დოლარი) და საბერძნეთი (20.67 მლნ დოლარი).
2021 წლის იანვარსა და თებერვალში პირველად მოხდა, რომ რუსეთი აღარ იყო პირველ ადგილზე. თუმცა, მარტში, რუსეთიდან ფულადი გზავნილები კვლავ გაიზარდა და მთლიანი რაოდენობის 17,11% შეადგინა.
ჩარიცხული თანხა ქვეყნების მიხედვით (მლნ.აშშ დოლარი):
● რუსეთის ფედერაცია – 32.19 დოლარი
● იტალია – 30.51 დოლარი
● საბერძნეთი – 20.67 დოლარი
● გერმანია – 8.41 დოლარი
● ესპანეთი – 4.46 დოლარი
● საფრანგეთი – 2.93 დოლარი
● პოლონეთი – 2.19 დოლარი
● გაერთიანებული სამეფო – 1.89 დოლარი
● ირლანდია – 1.66 დოლარი
● კვიპროსი -1.41 დოლარი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
გასულ წელს საქართველოში ჯამურად 1.88 მილიარდი დოლარის პირდაპირი ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.