საქართველოში დასაქმებულთა 28.9 პროცენტი საჯარო სექტორში მუშაობს - IDFI
საქართველოში დასაქმებულთა 65 პროცენტი საჯარო სექტორში მუშაობს
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის 9.5 პროცენტი საჯარო სექტორშია დასაქმებული, რაც დასაქმებულთა 28.9 პროცენტზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ქვეყანაში დასაქმებულთა 65 პროცენტი ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს, რაც ჯამში 3.3 მილიარდ ლარს შეადგენს.
IDFI-ის რეკომენდაციაა, რომ საჯარო მოხელეთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს. ასევე, ორგანიზაციის ცნობით, გამოწვევაა საპენსიო და სოციალური პროგრამები, რომლის ბენეფიციარების რიცხვი და ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსები ყოველ წელს იზრდება – ამჟამად 1.6 მილიონი მოქალაქე იღებს ბიუჯეტიდან საპენსიო თუ სხვა სახის სოციალურ დახმარებას.
● მინიმალური ხელფასი საქართველოში – გვინდა თუ არ გვინდა
● საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა. რა გაძვირდა და ვინ გაღარიბდა ყველაზე მეტად
● PMCG: საქართველოს მოსახლეობის 23 პროცენტი ემიგრაციაშია წასული
ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა ამბობს, რომ საჭიროა ბიუჯეტის სწორი გადანაწილება, რადგან ადმინისტრაციის ზომა და მზარდი სოციალური ხარჯები, სავარაუდოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს. მისივე განმარტებით, ეს არის წარმოუდგენელი ტვირთი ეკონომიკისთვის იმ დროს, როდესაც წლიდან წლამდე სოციალური გასაცემელების ზრდა ხდება:
“მომავალ წელს დაახლოებით 800 მილიონით იზრდება სოციალური ხარჯები და ეს მთავრობის ადმინისტრაციულ ზომასთან ერთად არის ის, რაც ჩვენი, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას საგრძნობლად შეაფერხებს. მთავრობის ადმინისტრაციული ზომა აღარ არის აწევადი ტვირთი ეკონომიკისთვის.” – ამბობს კუკავა.