ბრიტანული კომპანიის, Henley & Partners-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პასპორტების რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა.
ამავე კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონიის პასპორტია. ამ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა 193 ქვეყანაში შეუძლიათ. იაპონიას უკან მოსდევენ სამხრეთ კორეა და სინგაპური – 192 უვიზო რეჟიმით.
მსოფლიოში ყველაზე სუსტ პასპორტად ავღანეთის პასპორტი დასახელდა, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება მხოლოდ 27 ქვეყანაში შეუძლიათ.
2023 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები Henley & Partners-ის მიხედვით:
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ევროპაში უვიზოდ საქართველოს 170 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.
• ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ქვეყნიდან წასვლის მოტივად საქართველოში არსებულ უმუშევრობას ასახელებენ. ასევე ევროპაში საქართველოს ბევრი მოქალაქე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
• მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ევროპაში ქართული კრიმინალი – როგორც ორგანიზებული, ისე წვრილმანი ქურდობები. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები გასულ წელს თბილისშიც კი იყვნენ და საქართველოს შს მინისტრს ქმედითი ზომების გატარება მოსთხოვეს.