„რუსეთის შეურაცხყოფა აღარ გაბედო! და თვალი გამისწორე“ - გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ბრიტანელი კოლეგისადმი მიმართვა
გაეროს უშიშროების საბჭოს რუსმა წარმომადგენელმა ბრიტანელ კოლეგას შეურაცხმყოფელი ფორმით, „შენობით“ მიმართა.
“შემომხედე! და თვალი გამისწორე! თვალებში რატომ არ მიყურებ? რუსეთის შეურაცხყოფა აღარ გაბედო!“ – მიმართა ვლადიმირ საფრონკოვმა 12 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს მეთიუ რაიკფორტს. სხდომა სირიის პრობლემას ეხებოდა.
რაიკფორტმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთს „იმის ნაცვლად, რომ თავისი საეთაშორისო პარტნიორების მხარე დაეჭირა, მკვლელ, დამნაშავე, ბარბაროს“ პრეზიდენტ ბაშარ ასადს ემხრობა.
რამდენიმე ციტატა სფრონკოვის გამოსვლიდან, რომლითაც მან ბრიტანეთის წარმომადგენელს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიმართა:
“საქმე ისაა, რომ შეგეშინდათ და მშვიდი ძილი დაკარგეთ, იმის გამო, რომ ჩვენ შეიძლებოდა შეერთებულ შტატებთან გვეთანამშრომლა. თქვენ ამის გეშინიათ! და ყველაფერს აკეთებთ ამ ურთიერთქმედების ჩასაშლელად“.
“შეურაცხმყოფელ მოთხოვნებს უყენებთ ასტანის პროცესის გარანტებს. თქვენ რაღა გააკეთეთ ცეცხლის შეწყვეტისთვის? ლონდონსა და პარიზში იღებთ… უკანონო შეარაღებულ ფორმირებებს,… რომელთაგან ბევრი შემდეგ ქრისტიანებს ხოცავს… ბზობა დღეს ტერაქტებს აწყობენ. და მათზე ზრუნავთ?”
„შეგეშინდათ, რომ საქმე დაზავებისკენ და პოლიტიკური დარეგულირებისკენ წავიდა?“
“რუსეთის შეურაცხყოფა აღარ გაბედო!“ [ლაპარაკობს დაუშვებელი ფორმით, „შენობით“]
https://www.youtube.com/watch?v=zAx6tyLnaiw