რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ გაღიზიანებულია "ოცნებით", რომელიც უსიტყვოდ არ მიჰყვება დასავლურ კურსს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაგასმით არის აღნიშნული, რომ ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიმართ, რომელიც ამერიკულ მოთხოვნებს არ ემორჩილება.
განცხადებაში დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორი ავრცელებს რუსეთის პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს, რომლის მიხედვით, აშშ არა საქართველოს მეგობარია რუსეთის წინააღმდეგ, არამედ საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისგან აშშ მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების სრულფასოვან მართვას და იმის კარნახს, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს მთავრობამ და რა ხაზი უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებაში.
რუსული საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში ასევე წერია, რომ აშშ უახლოეს მომავალში გეგმავს, ქართულ ოპოზიციას მასშტაბური და სისტემური მხარდაჭერა გამოუცხადოს:
“საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, დაიწყონ სისტემური მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას.
ევროპელ პარტნიორებს აშშ განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონი გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თბილისთან მიმართებაში თეთრი სახლის შემდგომი დამოკიდებულება განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მზაობით, ზუსტად მიჰყვეს ამერიკულ მითითებებს.“
მათივე თქმით, თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ ‘მეოცნებეები’ სრულად არ ასრულებენ დირექტივას, უსიტყვოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის თქმით, საქართველოს მაგალითი მოწმობს იმაზე, რომ ცალკეული ნაციონალისტური ელიტების სურვილია, გამოიყენონ ვაშინგტონის ავტორიტეტი თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების გადასაჭრელად.
___________________________________
● ყოფილი ელჩები და დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია
● ევროკავშირის საგარეო მინისტრები “მედიატორთა ჯგუფის” შექმნას აპირებენ
● შარლ მიშელის შუამავლობით ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს შეხვდა