კანის კინოფესტივალზე ქართულ ფილმს აჩვენებენ. ელენე ნავერიანის "შაშვი შაშვი მაყვალი" დამოუკიდებელ სექციაში მოხვდა
ქართული ფილმი კანის კინოფესტივალზე

კანის კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა შედგება – რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმი “შაშვი შაშვი მაყვალი” ქართველი მწერლის თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის მიხედვითაა გადაღებული.

“შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია. ფილმი მოგვითხრობს ეთეროზე – 48 წლის დაუქორწინებელ ქალზე, რომელსაც პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია აქვს.
● ბოლო 10 წლის 10 საუკეთესო ქართული ფილმი. რა ხდება თანამედროვე ქართულ კინოში
● როგორია ფილმები ომზე, რომლებსაც აფხაზი რეჟისორები იღებენ. მიმოხილვა
ეთერო მარტოხელა ქალია, რომელიც ტკბება საკუთარი თავისუფლებით, ნამცხვრებით და ემზადება მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობა დისტრიბუტორ კაცთან თავდაყირა დააყენებს მის გეგმებს.
