ორგანიზატორები კანონის ჩარჩოებში მოქმედებდნენ – გაისმოდა წინასწარ შეთანხმებული ლოზუნგი (“გააუქმეთ რეფერენდუმი!”), მათთვის განკუთვნილი დრო იმყოფინეს და სტადიონის ტერიტორიიდან გადასვლა არ უცდიათ. მიტინგი მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, რასაც არავინ ელოდა. სტადიონზე არამხოლოდ ოპოზიციონერები, არამედ უბრალოდ მოქალაქეებიც მრავლად იყვნენ. სხვადასხვა მონაცემით, მათი რიცხვი რვიდან 11 ათას ადამიანამდე მერყეობს.
პარტია “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის” ლიდერმა, ალი ქერიმლიმ აღნიშნა, რომ მომდევნო მიტინგი 17 სექტემბერს გაიმართება.
ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლების თქმით, მიტინგზე რაიმე უხეშ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.