NATO-ს ხომალდები ბათუმის პორტში შემოვიდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, NATO-ს ხომალდები ბათუმის პორტში შემოვიდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება.
“ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
NATO-ს ხომალდები 2021 წელში საქართველოს მეორედ სტუმრობენ.
● ანალიზი: გაზი ხმელთაშუა ზღვაში, როგორც საფრთხე ნატოს სტაბილურობისთვის
● “უსაფრთხოდ და პროფესიონალურად” – როგორ გამოიყურება ახლოდან აშშ-რუსეთის სამხედრო მეტოქეობა შავ ზღვაზე
● 2020 წელს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა გაორმაგდა. რა წერია MDF-ის ანგარიშში
არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდმა“, რომელიც უკვე მეექვსე წელია საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას იკვლევს, 22 სექტემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, ბოლო ხუთ წელიწადში ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობა გასამმაგებულია. განსაკუთრებით გაზრდილი ანტიამერიკული გზავნილებია.
ამერიკისგან განსხვავებით, NATO-ს წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები თითქმის განახევრებულია, რაც ინტეგრაციის მიმართულებით ინიციატივების არარსებობას უკავშირდებოდა.
ნატოსთან მიმართებით ორი ახალი ნარატივი გამოიკვეთა: პანდემიის გამო ნატო უფუნქციოა/ ნატო=ინფიცირების საფრთხეს და ყარაბაღის კონფლიქტი ნატოს უსაფრთხოებას ცვლის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის შიდა პროცესებთან დაკავშირებით, 2020 წელს სამი ახალი გზავნილი გამოიკვეთა: ამერიკა გაყოფილია/ არჩევნები გაყალბდა/ამერიკას არ აქვს მორალური უფლება სხვას ჭკუა ასწავლოს, ამერიკაში სისტემური რასიზმია და ამერიკა კორუმპირებულია.