"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა: რეჟიმის ცვლილების შემდეგ, აქტივისტებს კომპენსაციას გადავუხდით
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი ინიციატივით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმ სამოქალაქო აქტივისტებს და მოქალაქეებს, რომლებსაც აქციებზე პოლიტიკური ნიშნით აკავებენ, კომპენსაციას გადაუხდიან, მათ მიმართ დაწესებული ჯარიმები კი გაუქმდება.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ადამიანებს უკანონოდ აკავებენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც მან ასევე აღნიშნა, ყველა აქტივისტის დაკავების ვიდეომასალა დაარქივებულია და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საქმეებს ინდივიდუალურად გადახედავენ.
“ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება – როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომლებიც დაკავებული იყვნენ აქციაზე პოლიტიკური ნიშნით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დააჯარიმეს, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი. ასევე ყველა პირი, ვინც აქციაზე გამოხატვის თავისუფლებისთვის უკანონოდ დააკავეს, ამ ადამიანებს გადაეხდებათ კომპენსაციის სახით ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე დააკისრა ქართულმა ოცნებამ. ასევე, ყველა ადამიანი, ვინც აქციაზე უკანონოდ დააკავეს, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი ყველა ეს საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილი და მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სახელმწიფოსგან გადაეხდება კომპენსაცია”, – თქვა ხაბეიშვილმა.
● არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, შეისწავლონ ალტ-ინფოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი