სვანეთში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, დღეიდან, 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მესტიაში შესვლა და გასვლა 10 აგვისტოს, მას შემდეგ შეიზღუდა, რაც სოფელ ლენჯერში 16 ადამიანს covid-19 დაუდგინდა. აკრძალული იყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის მიმოსვლაც.
ზემო სვანეთის ყველა სოფელი, გარდა მესტიისა და ლენჯერისა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.
საკარანტინო შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, დღეიდან მესტიაში შესვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასევე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ლენჯერისა და მესტიის დატოვება.