მომღერალი ქალი აზერბაიჯანში: Melay-ს რთული გზა სცენისკენ. VIDEO
Human Development Report-ის ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანი მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის 73-ე ადგილს იკავებს საზოგადოებაში ქალების თანასწორუფლებიანი საქმიანობის მაჩვენებლით. ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის და თითოეული ციფრის უკან რეალური ადამიანების ბედია. აზერბაიჯანელი მომღერლის, Melay-ს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი.
- LGBT წყვილის რეალური ცხოვრება ბაქოში. VIDEO
- დღე უჩვეულო ადამიანებთან აზერბაიჯანიდან – VIDEO
- უნებლიე მათხოვრები: მცირეწლოვანი ზეინაბისა და გიუნელის ისტორია. VIDEO
Melay-ს თქმით, მშობლების დაჟინებით ისეთი პროფესია მიიღო, რომელიც საერთოდ არ უყვარდა. მაგრამ ამან მასში მუსიკის სიყვარული ვერ ჩაკლა და ყველაფრის მიუხედავად მომღერალი გახდა.
გოგონამ, რომელიც საკუთარი ბედისთვის იბრძოდა, მოახერხა მშობლებისთვის დაემტკიცებინა, რომ ადამიანი ვალდებული არ არის სხვებისთვის იცხოვროს.