კორონავირუსთან ბრძოლისთვის საქართველო ევროკავშირისგან 100 მილიონ ევროს მიიღებს
ევროკავშირმა კოვიდ-19-თან გასამკლავებლად საქართველოსთვის 100 მილიონი ევრო გამოყო. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, რათა მთავრობამ შეძლოს, დაეხმაროს მოქალაქეებსა და კომპანიებს პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადალახვაში.
“მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქამდე, 2008 წლიდან, ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.
ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია:
● 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას;
● 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან;
● საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო – გრანტის სახით გაიცემა.
განცხადებაში ნათქვამია:
ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს
● “სამსახურის დაკარგვაზე დიდი პრობლემებიც არსებობს”. როგორ ებრძვიან ქართველი მიგრანტები პანდემიას
რა არის ყველაზე რთული, როდესაც ორი კვირის განმავლობაში, იზოლაციაში ზიხარ? ისტორიები საქართველოდან
მთავრობა: კორონავირუსის გავრცელება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს უკავშირდება
სუხიშვილები სახლშიც ცეკვავენ – ცეკვის გაკვეთილი დისტანციურად. ვიდეო
აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო, 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი.
“ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
______________
25 ნოემბერს გაკეთებული ტრანში, იორდანიისა და მოლდოვისთვის უფრო ფართო, 400 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია.