კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა საქართველოში
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 97 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 19 აპრილისთვის კორონავირუსზე ტესტი 7611 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული.
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
- “ვართ მე და ჩემი ბერიკაცი, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს,” – როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები იზოლაციაში
- პატრიარქი: სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია
covid-19-ით დაავადებულთა შორის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი 87 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – ორის.
საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტად 15-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანები ავადდებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 68%-ს აღენიშნებოდა ცხელება და შემცივნება, 31%-ს ზოგადი სისუსტე, 29%-ს ხველა, 20%-ს ყელის ტკივილი, და 16%-ს თავის ტკივილი.
სიმპტომებს შორის იყო ასევე დიარეა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, სახსრების ტკივილი, სურდო, გულმკერდის ტკივილი, გულისრევა/ღებინება. თუმცა, კორონავირუსი დაუდასტურდათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სიმპტომები არ ჰქონდათ. ეს მაჩვენებელი არც ისე დაბალია – 9%.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.