ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ით დაავადების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
12 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4929ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 60 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19-ისგან გამოჯანმრთელდა ყველაზე მცირეწლოვანი პაციენტი საქართველოში. ის 2 წლის ბავშვია. გამოჯანმრთელებულთა შორის არის 2 ორსული ქალიც.
კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. მათგან ერთი არასრულწლოვანია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.