ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს 41-ით ნაკლებია, ვიდრე წინა დღით იყო.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 4 ინფიცირებული პაციენტი.
ამ დროისთვის აქტიური შემთხვევა არის 4518 – ანუ ამდენი ადამიანი მკურნალობს დღეს. აქედან 58 პაციენტს ექიმები აფასებენ როგორც კრიტიკულად მძიმეს.
მძიმე პაციენტებიდან რვა არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი.
საერთო ჯამში, ოფიციალური სტატისტიკა ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
● კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 9753 ● მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5235 ● მათ შორის გარდაცვლილი – 62 ● კარანტინის რეჟიმში – 565 ● სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ● კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1230
კვლავ, შემთხვევების ნახევარზე მეტი აჭარაზე მოდის:
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარას, 111 თბილისს, 91 იმერეთს, 24 სამეგრელო-ზემო სვანეთს, 8 გურიას, 5-5 ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს, 2-2 კი შიდა ქართლსა და კახეთს უკავშირდება.