კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა. აქედან 114 - ბათუმში
გაზიარება
გაზიარება
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა.
ამჟამად მდგომარეობა ასეთია: 182 ახალი შემთხვევა და ჯამში 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის – 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი – 114, ქობულეთი – 11, 3 – ქედაში, 1 – შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლი – რუსთავში – 4, გურიაში – 3, კახეთში – 1.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 კრიტიკულად მძიმე და 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია.
მისივე თქმით, ადამიანები ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე.
“როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე. კვლავ ტარდება, ეს ძალიან ცუდია. თავი შევიკავოთ, კარგია ეს ყველაფერი მაგრამ ვეცადოთ, დიდ თავყრილობებს თავი მოვარიდოთ, რათა დაავადება არ გავრცელდეს.
თუ რეგულაციებს შევასრულებთ, თავყრილობების შემცირებით და ნორმების გათვალისწინებით ეს მიღებული მონაცემები ალბათ სტაბილური იქნება და ამას ალბათ, მოჰყვება ახალი შემთხვევების შემცირება და დაღმართი. მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ოჯახებს, საკუთარ თავს, მეგობრებს. დავიცვათ ერთმანეთი” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.