იანვრის თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.5 პროცენტით შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:
- მშენებლობა;
- ტრანსპორტი და დასაწყობება;
- დამამუშავებელი მრეწველობა;
- განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა;
- ხელოვნება;
- გართობა და დასვენება;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
- ელექტროენერგიის;
- აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა;
- ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.
ამასთან, 2021 წლის იანვარში, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 23.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.
________________________________________________
● UNICEF: საქართველოში 10 ათასამდე ბავშვს სახლში ინტერნეტი არ აქვს
● 2020 წლის ბოლო კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 20.4 პროცენტამდე გაიზარდა
● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში
___________________________________________________
საქსტატისვე ინფორმაციით, ისტორიული იყო ეკონომიკის ვარდნა გასულ წელს – 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად სწორედ 2020 წელს, 6,1 პროცენტით შემცირდა.
ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
ასევე, საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ამჟამად საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია.