ღარიბაშვილი: სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას ეხმაურება. ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია:
„სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია”, – წერს საქართველოს პრემიერი.
We #StandWithUkraine. Military attack on sovereign country is unacceptable. We call on international community to apply all possible measures to stop blatant violation of international order by Russia and avoid further military escalation.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 24, 2022
იქამდე უკრაინის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო.
დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.