ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.
ის იყო პირველი საქართველოს ხელისუფლებიდან, ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ოფიციალურად გამოეხმაურა.
“სამწუხაროდ, ომის არიდება უკრაინაში ვერ მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას რომ გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის შესაჩერებლად, რათა კონფლიქტი სრულმასშტაბიანი არ გახდეს და უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ ამ მძიმე დროს”, – წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.
Unfortunately, the war in #Ukraine could not be avoided. We once again call on international community to make effective & firm steps to stop Russia escalating into a full-scale conflict & ensure the protection of international norms.
— Shalva Papuashvili (@shpapuashvili) February 24, 2022
We stand with 🇺🇦 in these difficult times.
დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო.
დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.