სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ომის დაწყებას ტვიტერზე ეხმიანება.
„უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები“, – წერს ზურაბიშვილი twitter-ზე.
Georgian nation 🇬🇪shocked by the Russian agression in Ukraine. We stand in solidarity with the Ukrainian people and call for a halt of the military operations #SlavaUkraini
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 24, 2022
იქამდე, უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ის იყო პირველი საქართველოს ხელისუფლებიდან, ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ოფიციალურად გამოეხმაურა.
“სამწუხაროდ, ომის არიდება უკრაინაში ვერ მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას რომ გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის შესაჩერებლად, რათა კონფლიქტი სრულმასშტაბიანი არ გახდეს და უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ ამ მძიმე დროს”, –დაწერა პაპუაშვილმა twitter-ზე.
დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო.
დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.