Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს იწყებს - RTVI
Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ტრანზიტულ რეისებს იწყებს
Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა RTVI ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ტრანზიტულ რეისებზე მათ ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი ესაუბრა.
გაიაშვილის თქმით, გეგმაშია ევროპის ხუთი ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.
მანამდე ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ მას გათვალა ამ რეისზე არ ჰქონია.
“დავიწყებთ 15 ივნისიდან. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისიდან იქნება უფრო კომფორტული და სწრაფი, ვიდრე სხვა მიმართულებებზე”, – უთხრა გაიაშვილმა RTVI-ს.
ავიაკომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, რომ Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება:
„ბუნებრივია, ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ის აღარასოდეს შეწყდეს.”
● “თქვენ აქ არავინ გელოდებათ!” – როგორ დახვდნენ თბილისში პირველ რეისს მოსკოვიდან. ფოტორეპორტაჟი და კომენტარები
● ლავროვის შვილი საქართველოშია? პროტესტი ყვარლის ტბასთან რუსული ქორწილის გამო
● “განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება” – საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.