ევროპული საბჭო საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდა
ევროპული საბჭო რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდა
ევროპული საბჭო უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტებს არაღიარებაზე შეთანხმდა. საბჭოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის პასუხია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე და ასევე, 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობაზე.
ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და ძალაში პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში შევა.
ამრიგად, რუსული პასპორტები აღარ მიიჩნევა ვალიდურ დოკუმენტებად, რითაც შენგენის ზონაში ვიზის ან საზღვრის კვეთის სხვა საჭირო დოკუმენტების მიღებაა შესაძლებელი.
ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ რუსული სამგზავრო დოკუმენტები, რომელიც რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობისადმი გაიცა, კანონს გარეშეა.
„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი მოსახლეობის გვერდით.“ – წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
მათივე თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
● “ევროკავშირს სურდა კომფორტი, მაგრამ მიიღო დამოკიდებულება რუსეთზე” – ბორელი ევროპის შეცდომებზე
● როგორ ააფეთქეს ყირიმის ხიდი
● კომენტარი: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორ დასრულდება ის რუსეთისთვის
რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ მასობრივად დაიწყო მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგება. ეს პრაქტიკა რუსეთმა 2019 წლის აპრილიდან მათ მიერ კონტროლირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებშიც გააგრძელა.
ევროპული საბჭოს განმარტებით, რუსული პასპორტების სისტემატური გაცემა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაში, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში ჩარევაა.