covid-19-ით მე-4 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში
ის ქობულეთის კლასტერიდან იყო.
გარდაცვლილი 74 წლის ქალია, რომელსაც ბათუმის კლინიკა “მედალფაში” მკურნალობდნენ.
18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 385 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 79 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.
ის საავადმყოფოში 8 აპრილს შეიყვანეს და 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
“მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და გულსისხლძარღვთა უკმარისობა. მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო,” – განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
ეს covid-19-ით გარდაცვალების მე-4 შემთხვევაა საქართველოში.
- კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- ყავის სმა კარანტინისას შინ და გარეთ – აფხაზეთი კორონავირუსის დღეებში
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა. 15 აპრილიდან 10 დღით თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი დაიკეტა, 17 აპრილიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანების გადაადგილება აიკრძალა.