COVID-19-ით მე-11 ადამიანი დაიღუპა საქართველოში
გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცია.
11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 317 გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა.
ის ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 9 აპრილს შეიყვანეს. კლინიკის განცხადებით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და თანმდევი დაავადებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფიცირებამდე მამაკაცს ინსულტიც ჰქონდა გადატანილი.
გარდაცვლილი „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო.
18 აპრილს, ამავე კლინიკაში COVID-19-ით გარდაიცვალა მისი მეუღლეც.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
- საქართველო: პანდემია, როგორც რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების შანსი
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.