covid-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 701 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 432 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდში. მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი 42 წლის ზუგდიდელი, ინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავები არიან. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
covid-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გეტასა და მუშევანში.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.