ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 393 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
აქტიური PCR-ტესტირება ტარდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ზონად რჩება საქართველოში.
covid-19-ის ახალი შემთხვევები ბოლნისის სოფლებში – გეტასა და მუშევანშია გამოვლენილი.
ორივე ამ სოფელში კარანტინია გამოცხადებული.
ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელ მუშევანში, სადაც კორონავირუსი 29 ადამიანს დაუდასტურდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.