"კაცმა ცხენს სცემა, შემდეგ სალონში მიიყვანა, ბოლოს კი ავტობუსით წაიყვანა" - უჩვეულო სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთში
ცხენით ავტობუსამდე აფხაზეთში
32 წლის მურატ ხვარცკიამ ცხენს სცემა, შემდეგ სილამაზის სალონში მიიყვანა, ბოლოს კი მისი ავტობუსით გადაყვანა გადაწყვიტა. ამ სერიიდან ორი ეპიზოდის ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. შესაბამისად, აფხაზეთის სოფელ ეშერის მკვიდრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ხვარცკია მრავლობით დარტყმას აყენებს ცხენს თავზე და ტანზე. საქმე აღიძრა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც გამოიწვია მისი დასახიჩრება.
- სამსხვერპლო ხარი სამყაროს შექმნის დღეს – აჟირნიხუა აფხაზეთში. ფოტოისტორია
- როგორ შეიქმნა სუპერადამიანი – ლეგენდები და ცხოვრება მაიმუნების სანერგე აფხაზეთში
- სომხეთი: როგორ ეხმარებიან ადამიანები და ცხოველები ერთმანეთს
სოხუმის პოლიციამ ხვარცკია კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებთან ერთად დააკავა. ხვარცკიას საქციელის მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იყო.
ცხოველის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ცხენს აღენიშნება პირის ღრუს კუთხეებში დაბეჟილობა, მარჯვენა წინა კიდურის მოტეხილობა, ასევე უკანა მარცხენა კიდურით კოჭლობა. ეს დასახიჩრები ცხოველის მიმართ სისასტიკეზე მიუთითებს“.
დაშავებული ცხენი ხვარცკიას ბიძაშვილს ეკუთვნის.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
ცხენებით ავტობუსამდე აფხაზეთში